კვირა, 22.12.2024, 20:37
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 10 » ტრავმების ეპიდემიამ ინტერამდეც მოაღწია
00:01
ტრავმების ეპიდემიამ ინტერამდეც მოაღწია
 
 

მილანის ინტერი კვლავ განაგრძობს ფეხბურთელებისა და ქულების დაკარგვას. ბრეშიასთან საშინაო მატჩში ბენიტესის გუნდმა 2 ქულასთან ერთად ვალტერ სამუელი, დუგლას მაიკონი და ვესლი სნეიდერი მოისაკლისა. თამაშს რაც შეეხება, აქ თავდაპირველად ინიციატივას სტუმრები ფლობდნენ და მე-15 წუთზე კარაჩიოლომ ანგარიში გახსნა. 60 წუთის შემდეგ კი კვლავ თერთმეტმეტრიანი და კვლავ სამუელ ეტო'ო, კამერუნელის ზუსტი დარტყმის შემდეგ ტაბლოზე 1:1-ია. რასაკვირველია ეს მატჩი "ნერიაძურის" წარმატებაში არ ჩაეთვლება.
თამაშის შემდეგ კი თავისი კომენტარი მუდამ კმაყოფილმა რაფაელ ბენიტესმა გააკეთა: "ჩვენ კვლავ დავკარგეთ ფეხბურთელები. სამუელს სერიოზული მუხლის ტრავმა აქვს, დაზიანებულები აგრეთვე არიან სნეიდერი და მაიკონი. მიუხედავად იმისა, რომ თამაში დასრულდა შედეგით, რომელიც ჩვენ არ შეგვეფერება, მე მაინც კმაყოფილი ვარ ბიჭების გარჯით. ბრეშიამ ბევრი სახიფათო მომენტი შეგვიქმნა და ჩვენ ისინი წარმატებით მოვიგერეით, გოლს თუ არ ჩავთვლით."
სამუელ ეტო'ოს გატანილი პენალტი კი საკმაოდ საკამათო იყო, რადგანაც კამერუნელის წინააღმდეგ წესები არავის დაურღვევია, იგი თავად წაიქცა ბურთზე დაბიჯების გამო. ბრეშიას მცველი ჯონათან ძებინა სწორედ ამის დამტკიცებას ცდილობდა მთავარი არბიტრისთვის, თუმცა მან ყვითელი ბარათით დაასაქუჩრა ფრანგი მცველი საპასუხოდ. ესპანელმა მწვრთნელმა ამაზეც ისაუბრა მოკლედ: "სათადარიგოთა სკამიდან რთულად ჩანდა ეტო'ს წაქცევის მომენტი, თუმცა იმ დროს მსაჯი კარგ პოზიციაზე იდგა და არამგონია რამე შეშლოდა."
ნანახია: 689 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
1 inter  
0

2 GIO  
1
სნეიდერს ანემია გამოუვლინდა - http://soccernews.ucoz.com/news/sneiders_anemia_gamouvlinda/2010-11-10-67

3 BaLo  
0
Agera eg statiA

როგორც De Telegraaf იტყობინება, მილანის ინტერის ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა "ბრეშიასთან" მატჩის პირველ ნახევარში შეუძლოდ იგრძნო თავი. შესვენებაზე გასახდელში ჰოლანდიელმა გონება დაკარგა. სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა მისთვის დასვენების საშუალება მიეცა. თვითონ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მას ანემია აქვს. ამ დაავადების სინდრომებია - გადაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება.
"პირველი ტაიმის მიწურულს შეუძლოდ გავხდი, ვიგძენი სისუსტე და ტკივილი მთელ სხეულში. როდესაც გასახდელში მივდიოდი ძალიან საშიში იყო. ექიმები ჩემი გულის მოქმედების რიტმს აკონტროლებდნენ. შემდეგ გავემგზავრე ჰოლანდიაში ტესტების და ანალიზების ჩასატარებლად. საბოლოოდ გამოირკვა, რომ ანემია მაქვს, ორგანზმი გამოფიტულია და აუცილებელია დასვენება", - განაცხადა სნეიდერმა.


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter