The Sun-ის განცხადებით, მანჩესტერ სიტი დაინტერესდა მილანის ინტერის მარჯვენა მცველით დუგლას მაიკონით. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელით აგრეთვე აქტიურად ინტერესდებიან ბარსელონა და მანჩესტერ იუნაიტედი. ცნობილია, რომ გამოყოფილია 106 მილიონი ევრო ახალი ფეხბურთელების საყიდლად და სავარაუდოთ "ქალაქელები" მაიკონზე 30 მილიონს დახარჯავენ. ბრაზილიელის ტრანსფერი მას შემდეგ გახდა აქტუალური როდესაც მან ინტერში ხელფასის მომატებაზე უარი მიიღო. სიტი მზად არის დააკმაყოფილოს მისი ფინანსური მოთხოვნილებები.
|