დღეს საღამოს გაირკვა ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/2 წყვილი. გუნდები, რომლებიც სრულიად დამსახურებულად გავიდნენ წინ. გუნდები, რომლებიც წელს უკვე შეხვდნენ ჯგუფურ ეტაპზე. ესპანეთისა და იტალიის ბოლო წლების საუკეთესო წარმომადგენლები ბარსელონა და ინტერი.
საგზური პირველმა იტალიის ჩემპიონმა მოიპოვა, რომელმაც მატჩის დებიუტშივე მოაგვარე ყველაფერი. სნეიდერის ჯარიმა, მილანელი ქომაგების სიხარული, მოსკოველი ქომაგების მწუხარება და მშვიდად გატარებული 90 წუთი. აი ასეთი იყო მატჩი ლუჟნიკების ხელოვნურ საფარიან მოედანზე.
სრულიად საპირისპირო რამ ვიხილეთ მეორე მატჩში. იყო ბრძოლა, მაგრამ ამ ბრძოლამ მხოლოდ 20 გასტანა, შემდეგ იყო ტრადიციული "ცალკარა" ბარსას შესრულებით. უფრო სწორედ ლეო მესის შესსრულებით. არგენტინელმა დღეს 4 გოლი გაიტანა
|