გუშინ გინესის საერთაშორისო ტურნირის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ერთმანეთს 1/4 ფინალში დამარცხებული ”ვალენსია” და მილანის ”ინტერი” შეხვდნენ. შეხვედრა ვალენსიელთა სასარგებლოდ მოულოდნელი შედეგით – 4:0 დასრულდა.
ანგარიში მატჩში ბანეგამ უკვე მეათე წუთზე გახსნა. 33-ე წუთზე თავისი გუნდის უპირატესობა ვიერამ გაზარდა. მეორე ნახევრის მე-11 წუთზე კი თავის ანგარიშზე ბურთი ჟონასმა ჩაიწერა – 3:0. წერტილი კი მეორე გოლის ავტორმა ვიერამ დასვა, რომელმაც დუბლის გაფორმება მოახერხა.
”ვალენსია” 4-0 ”ინტერი”
გოლები: ბანეგა, 8, ვიერა, 33, ჟონასი, 56, ვიერა, 90
”ვალენსია”: ალვესი, პერეირა, კოშტა, ხუანი, რამი, ფუეგო, გერერო, ფეგული, ბანეგა, ვიერა, ალკასერი
”ინტერი”: ჰანდანოვიჩი (კასტელაცი, 78), ანდრეოლი, ჟესუსი (ლაკსალტი, 77), კივუ (რანოკია, 46), ნაგატომო (მ’ბაიე, 77), კამბიასო (ჟონატანი, 69), გუარინი (იკარდი, 67), პერეირა (ალვარესი, 46), კუზმანოვიჩი, პალასიო (ოლსენი, 67), ბელდოფილი
|