სამშაბათი, 07.05.2024, 08:51
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » იანვარი » 14 » ვალტერ ძენგა: “მილანურ კლუბს მძიმე პერიოდი უდგას”
21:10
ვალტერ ძენგა: “მილანურ კლუბს მძიმე პერიოდი უდგას”
ვალტერ ძენგა:
იტალიური სპორტული გამოცემა "Gazzetta dello Sport”-ის ჟურნალისტი ახლო წარსულში ცნობილ ფეხბურთელ ვალტერ ძენგას ესაუბრა.

მილანის "ინტერის” ყოფილი კარის დარაჯი ამჟამად საფეხბურთო მწვრთნელია და გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლუბში "ალ-ნასრი” მუშაობს. 51 წლის ძენგამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ სენიორ მასიმო მორატი "ინტერის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობას შესთავაზებს, ამ წინადადებას დიდი სიამოვნებით მიიღებს და ამჟამინდელ გუნდს დაუყოვნებლივ მიატოვებს.

"მილანურ კლუბს მძიმე პერიოდი უდგას. სურვილი მაქვს რომ ყოფილ გუნდს დავეხმარო და კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლაში დავეხმარო. ანდრეა სტრამაჩონის სახელი გამიგია. ისიც ვიცი რომ მილანში ამ ახალგაზრდა სპეციალისტზე გარკვეულ იმედებს ამყარებენ. ამის მიუხედავად "ინტერში” დაბრუნებას არ გამოვრიცხავ. ამ გუნდში მუშაობა ჩემი დიდი ხნის ოცნებაა. იმედი მაქვს რომ ადრე თუ გვიან მასიმო მორატი დამიკავშირდება და სამსახურს შემომთავაზებს.” – განაცხადა ვალტერ ძენგამ.

ვალტერ ძენგა მილანის "ინტერის” რიგებში 1982-1994 წლებში ასპარეზობდა და ამ გუნდის მაისურით 300-მდე ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. სამწვრთნელო მოღვაწეობა 1998 წელს დაიწყო, როდესაც აშშ-ის საფეხბურთო ლიგაში მოასპარეზე "ნიუ ინგლენდი” ჩაიბარა. ვალტერ ძენგას შემდეგ კლუბებში უმუშავია: რუმინული "სტიაუა:, "ნაციონალი” და ბუქარესტის "დინამო”, გაერთიანებული არაბეთის საემიროების "ალ-აინი”, სერბული ":ცრვენა ზვეზდა”, იტალიური "პალერმო” და "კატანია”.
 
ნანახია: 705 | დაამატა: guarinidzveli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
1 wesleysneijder  
0
imedia mwvrtnelad ar mogiyvans too shenga gvakli xarr

2 interista5099  
0
es nagdad ar gvinda ra

3 intereli  
0
ამ კაცს სულით ხორცამდე უყვარს "ინტერი"

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter