ჰოლანდიური "ჰერენვენის” თავკაცმა მარკო ვან ბასტენმა განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან, იტალიურ "მილანში” სურს დაბრუნება. "ძალიან მინდა, დადგეს დრო და იტალიური გუნდის მწვრთნელი გავხდე. სად ვისურვებდი მუშაობას? "მილანში”, რადგან იქ ბევრი მეგობარი მყავს და გარემოც ნაცნობია. იტალიურ ფეხბურთს წინსვლა სჭირდება, რადგან მხოლოდ "იუვენტუსს” აქვს თანამედროვე სტადიონი. ჩემს დროს, "სან სირო” სრულად ივსებოდა და გულშემატკივრები სხვა ქვეყნებშიც დაგვყვებოდნენ საქომაგოდ. ახლა, ბევრი პრობლემა დაგროვდა: ბუკმეიკერული სკანდალები, სუსტი მსაჯები და ძველი სტადიონები”, - განუცხადა ჰოლანდიელმა Sky Sport Italia-ს. ჰოლანდიელი გამოეხმაურა ასევე სნეიდერის ტრანსფერს. "მე არ მესმის ეს სიტუაცია. ისინი ახლა ცდილობენ თავის მართლებას დ მე არ მესმის რატომ. ინტერმა ის უბრალოდ მოიშორა. მას იტალიაში ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკა აკლდა.
|