ფრანგმა თავის დროზე შესაძლოა "ნერაძურის” სამწვრთნელო პოსტი დაიკავოს.
ბრიტანული პრესა თითქმის სენსაციურ სიახლეს ავრცელებს – "ინტერი” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის პოტენციურ კანდიდატად გუნდის ექს-ფეხბურთელს, პატრიკ ვიეირას განიხილავს, რომელიც ამჟამად "მანჩესტერ სიტის” რეზერვისტებს ხელმძღვანელობს.
მომავალი სეზონის დაწყებამდე, "ნერაძურიმ” ახალი სპეციალისტი უკვე დანიშნა გუნდის თავკაცად, ვალტერ მაცარის სახით, თუმცა მოცემული წყარო იტყობინება, რომ თუ იტალიელს "ჯუზეპე მეაცაზე” საქმე ისე არ წაუვა, როგორც კლუბის ხელმძღვანელობას სურს, მაშინ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ექს-კაპიტანი შესაძლოა მისი შემცვლელი გახდეს.
ვიეირა "ინტერის” შემადგენლობაში 2006-წლიდან 2010-წლამდე ირიცხებოდა, სადაც "მილანიდან” გადაბარგდა, მას შემდეგ, რაც კალჩოპოლის ცნობილი სასამართლოს შედეგების გათვალისწინებით, "იუვენტუსი” სერია ბ-ში დააქვეითეს.
|