უკანასკნელი ცნობებით მიუნხენის ბაიერნის ფრანკ რიბერით მადრიდის რეალი, ბარსელონა, ჩელსი და ინტერი ინტერესდებიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფრანგმა ფეხბურთელმა რამდენიმე დღის იწნ უარყო მილანის ინტერის შეთავაზება იმ მოტივით, რომ რეალში სურს კარიერის გაგრძელება. ფეხბურთელის შეძენის დიდი აქტიურობით გამოირჩევა ლონდონის ჩელსი, რომელიც მზადაა ფეხბურთელში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს. თანაც "არისტოკრატებს" ეჩქარებათ, რამდენათაც მათ კვლავინდებურად შეიძლება აეკრძალოთ ახალი მოთამაშეების შეძენა "კაკუტას საქმის" გამო. ესპანური AS-ის თანახმად კი უპირატესობას ფეხბურთელის შესაძენად კვლავინდებურად რეალი ფლობს და არგუმენტად პერესსა და რიბერის აგენტს შორის არსებული შეთანხმება მოჰყავს. წყარო იტყობინება, რომ ესპანელები ფეხბურთელში 25-30 მილიონის გადახდას აპირებენ.
|