შეგახსენებთ, რომ ”ინტერი” ბევრჯელ ეცადა ბრაზილიელი ტალანტის პაულინიოს შეძენას, რომელიც ”კორინთაში” ასპარეზობს, სამწუხაროდ ეს ტრანსფერი ჩაიშალა, რადგან ფეხბურთელმა ბრაზილიის დატოვება არ მოინდომა. დღეს კი ვითარება შეიცვალა. თავად პაულინიომ განაცხადა, რომ ის ძალიან ნანობს, რომ სათამაშოდ ევროპაში არ წამოვიდა დაა ”ნერაძურიში” ტრანსფერო ჩაშალა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ”ინტერი” მზადაა მიუბრუნდეს ტრანსფერს თუ ფეხბურთელის ფასი მაქსიმუმ 20 მილიონი იქნება. შეგახსენებთ, რომ პაულინიოს ტრანსფერით ასევე დაინტერესებულია ლონდონის ”ჩელსიც”. ვნახოთ რა მოხდება ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე.