ზაფხულში შესაძლოა მილანური კლუბის ხელმძღვანელობამ ანდრეა სტრამაჩიონისთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი განაცხადოს და გამოცდილი ჩეხი სპეციალისტი ზდენეკ ზემანი მიიწვიოს, იტყობინება ესპანური პრესა. Sportmediaset-ის ინფორმაციით, "ნერაძურის” პრეზიდენტი მასიმო მორატი 65-წლის თავკაცში სწორედ იმ სპეციალისტს ხედავს, რომელიც გუნდში ყველაფრის თავის ადგილზე დალაგებას მოახერხებს. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ზემანი "რომაში” მიიწვიეს, საიდანაც, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, რამოდენიმე კვირის წინ გაათავისუფლეს.
|