იტალიური ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა მილანის ინტერის, ჟოზე მაურინიოსა და კლუბის აღმასრულებლის ერნესტო პაოლილოს საქმე. საუბარია ორიოდე კვირის წინ გამართული მილანური დერბის შემდეგ მომხდარ სკანდალურ განცხადებებზე. კერძოდ ინტერის პორტუგალიელმა თავკაცმა და კლუბის აღმასრულებელმა პაოლილომ იტალიური ფეხბურთის მმართეველები დაადანაშაულეს ინტერის წინააღმდეგ შეთქმულებაში. მათი განცხადებით გარკვეული პირები ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისათვის, რომ ინტერმა ტიტულის დაცვა ვერ მოახერხოს. ჟოზე კომისიამ 18 000-ით, პაოლილო - 20 000-ით, მილანური კლუბი კი 38 000-ით დააჯარიმა
|