ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ განაცხადა, რომ მისთვის შეუძლებელია მომავალში პოსტზე დარჩენა. პორტუგალიელი მწვრთნელისთვის, რომელსაც განზრახული აქვს უხელმძღვანელოს მადრიდის რეალს, ინტერს სურს მიიღოს მადრიდელებისგან 16მლნ ევრო. მაურინიოს სამწვრთნელო ვადა ინტერში უმთავრდება 2012წელს.
”შემიძლია დავრჩე ინტერში?ეს შეუძლებელია. მივლინებაში ვარ და დასვენების შემდეგ ვიმუშავებ ესპანეთში. ინტერთან კიდევ არ არის ყველაფერი დამთავრებული, მაგრამ კლუბისგან არ არის არანაირი პრობლემა” _ განაცხადა ჟოზე მაურინიომ.
|