მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მაურინიო ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედოვნებს, რომ მისი გუნდი მოსკოვის "ცსკასთან" საბოლოო გამარჯვებულის ვინაობას პირველივე შეხვედრაში გაარკვევს.
"მართალია, მოსკოველებმა მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ კარგად ითამაშეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენც დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევენ", – ციტირებს ჟოზე.
"მათი მთავარი დამრტყმელი ძალა – მილოშ კრასიჩია. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი მართლაც საოცხოოდ ასპარეზობს, მაგრამ ცსკას მთავარი მინუსი დაცვის და ნახევარდაცვის ხაზია. მათ ამ ორ სათამაშო რგოლში მაღალი და ნელი ფეხბურთელები ყავთ, ჩვენ კი უფრო ტანმორჩილი და სწრაფი."
"ვფიქრობ მოსკოველთა დამარცხება არ უნდა გაგვიჭირდეს. ჩემს შეგირდებს ნებისმიერი მეტოქის დაჯაბნა შეუძლიათ და რაღაც არამგონია არმიელებმა შეძლონ ინტერის შეჩერება."
"გარწმუნებთ, მიმდინარე შეხვედრას უპრობლემოდ მოვიგებთ..."
|