მილანის ინტერის მთავარმა მწვრთნელმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა. მაურინიოს განცხადებით, მისი გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების და გამო შეხვედრა ფრედ დასრულდა.
თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, ჩვენ შემტევ ფეხბურთს ვთამაშობდით, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი აირია... გუნდმა ყურადღება მოადუნა, მოედნის ცენტრი მეტოქეს დაუთმო, ეს კი დაუშვებელია. მოგეხსენებათ, დღევანდელ ფეხბურთში მთავარი ნახევარდაცვის სიმტკიცეა, სიცილიელებთან მატჩში კი ჩვენი ყველაზე სუსტი რგოლი სწორედ ეს სათამაშო ასპექტი გახლდათ.–განაცხადა მაურინიომ "Tuttosport"-თან ინტერვიუში.
წინ საჩემპიონთა ლიგო დაპირისპირებაა ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ, ასე რომ ნაპოლისთან მიღწეულმა რეზულტატმა არ უნდა დაგვაბნიოს. ნერაძურა ჩვეულ ფორმაშია, ოღონდ ერთი განსხვავებით, ახლა მხოლოდ და მხოლოდ ლურჯებთან დაპირისპირებაზე ვფიქრობთ.
სერია ა–ს ისედაც უპირობოდ ვლიდერობთ, ხოლო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. იმედი მაქვს ჩემი შეგირდები შეძლებენ და მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო გუნდს დაამარცხებენ.
ვერ ვიტყვი, რომ სკუდეტოსათვის ბრძოლა დასრულდა, მაგრამ არც ბევრი უკლია...
ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს, ახლა მხოლოდ გამარჯვებასა და წინსვლაზე ვფიქრობთ. ჩვენი ამჟამინდელი დევიზი ასე ჟღერს:"მაქსიმუმი ნებისმიერ შეხვედრაში.
–დაასრულა მაურინიომ.
|