სამშაბათი, 03.12.2024, 15:10
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » აპრილი » 17 » ჟუან ჟესუსი: მე მჯერა რომ გავიმარჯვებთ!!
14:20
ჟუან ჟესუსი: მე მჯერა რომ გავიმარჯვებთ!!



”ინტერის” ახალგაზრდა მცველმა ისაუბრა დღევანდელი მატჩის შესახებ, სადაც ”ინტერი” იტალიის თასის ნახევარფინალში უმასპინძლებს ”რომას”. ჟუან ჟესუს საკუთარი გუნდის და გამარჯვების სჯერავს:

რა ხდება ინტერში?

ახლა ძალიან რთული დრო გვაქვს. როდესაც ჩვენ ვიყავით ჩემპიონატის ერთერთი ლიდერები, ტრამვებმა ყველაფერი შეცვალა და ჩვენ დავკარგეთ სტაბილურობა. ახლა უნდა გავაკეთოთ უფრო მეტი წარმატებისთვის.

რას იტყვით მსაჯზე?

ჩვენ ყველა უშვებთ შეცომებს, მაგრამ ”კალიარისთან” მსაჯმა შეცდომა კი არ დაუშვა, არამედ პენალტი გამოიგონა. ამან ფსიქოლოგიურად ძალიან დაგვჩაგრა.

”იუვენტუსთან” 1-3 გამარჯვების შემდეგ ყველაფერი აირია ”ინტერში”?

ჩვენ გვქონდა 10 მატჩიანი წაუგებელი სერია, ამას მოყვა რანოკიას, სამუელის ტრამვები და შემდეგ ”ატლანტასთან” მარცხი ამ 
ყველაფერმა გუნდზე ცუდად იმოქმედა.

”იუვენტუსთან” ითამაშეთ საუკეთესო თამაში?

არა მე ვფიქრობ ეს იყო ”ტორინოსთან”, სწორედ ამ მატჩზე თამაშით მოვიპოვე ძირითადში ადგილი.

სან-სიროზე დიდი ხანია არ მოგიგიათ, ხომ არ არის რამე წყევლა?

რა სისულელეა. გუნდს რთული პერიოდი აქვს და ესაა ყველაფრის მიზეზი, სან-სიროზე გვყავს საოცარი აუდიტორიაა და ჩვენ დღეს მათი იმედები უნდა გავამართლოთ.

გჯერავთ რომ გახვალთ შემდეგ ეტაპზე?

ჩვენ უნდა გავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რომ გულშემატკივრის ნდობა დავიბრუნოთ, ბოლო თამაშები ჩვენ მათ იმედები გაუცრუეთ, ამიტომ ფინალში გასვლა ჩვენთვის მთავარი მიზანია.

პერეირას და ნაგატომოს გარეშე თქვენ ითამაშებთ 4 მცველით?

ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია, რომელსაც ”რომასთან” მატჩზე იხილავთ.

მიუხედავად იმისა, რომ არ გყავთ ძლიერი შემტევი ხაზი, არის იმედი? რას იტყვით სამუელზე?

რა თქმა უნდა, ჩვენ მეოთხედ ფინალი რანოკიას გოლმა მოგვაგებინა ასე, რომ გოლის გატანა ყველას შეუძლია, მთავარია გუნდნა ითამაშოს უშეცდომოდ. სამუელის ტრამვამ დაცვაზე დიდი გავლენა მოახდინა, ის არი ჩვენი ლიდერი, სამუელი ბავშობიდან ჩემი კერპია და მასთან ერთად თამაში ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის.

თქვენ დაგემატებათ კიდევ 3 არგენტინელი იკარდი, კამპაგნარო, ბოტტა, მემგონი ბრაზილიელების რიცხვმა იკლო ინტერში?

მე ყველაზე უკმაყოფილო კოუტინიოს გამგზავრებით ვარ, ის იყო ჩემთვის ძმასავით. მაგრამ ეა არის კლუბის გადასაწყვეტი, მე მივესალმები ყველა ახალ მოსულს ეს გუნდს აძლიერებს და ძალიან მიხარია. გამიხარდება თუ ”ინტერში” ვიხილავ პაულინიოს და ლეონარდო დამიანოს ორივე მათგანი ძალიან ძლიერია. ჩემი სურვილია ვითამაშო მსოფლიო ჩემპიონატი სახლში, ამაში  ”ინტერი” დამეხმარება.

როგორ ფიქრობთ მორატი გაბრაზებულია?

მე არ ვარ მორატი, მაგრამ რომ ვიყო პრეზიდენტი, ძალიან გაბრაზებული ვიქნებოდი..


ნანახია: 872 | დაამატა: wesleysneijder | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
1 wesleysneijder  
0
ra magariaa ashkarad juani iqneba dges amdens ise ar itlikinebdaa:D:D rato ar ideba ganacxadi too wesit gushin unda dadebuliyoo.. memgoni rikic uechveli iqneba ravii savaraudo shemadgenlobebshi oriveaa daaa flag3 flag3 flag3 flag3

2 Giuseppe-Meaca  
0
"მსაჯმა შეცდომა კი არ დაუშვა, არამედ პენალტი გამოიგონა. " ---აბა რა რის ეს? ძალით გამოგონილი პენლის დანიშვნა არ არის შეცდომა? ვერ გავიგე რა იგულისხმა ამან? ზუსტად ასე თქვა?

3 wesleysneijder  
0
xoo eg tqva shecdoma ara ris dzma eg eg aris gangeb gaketeba da eg igulisxma aman shemtxvevit ar shecdao raa uneburad:D

4 Anryto  
0
xo ra , shecdomaaa is ro ver dainaxa ro isimulianta iman , aman dainaxa da ganzrax dado penalti .. ai es tqva chvenma juanma , romelic dzalian dzlieri mcvelia ukve da momaavalshi vafshe mxeci iqneba

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter