ინტერის სპორტული დირექტორის განცხადებით,ბრაზილიელი გოლკიპერი სულ მალე ახალ კონტრაქტს მიიღებს.მარიო ბრანკამ თქვა,რომ ჟულიო სეზარი აუცილებლად დარჩება იტალიურ კლუბში და ამისათვის მას საკმაოდ კარგ პირობებს შესთავაზებენ.30 წლის მეკარის ცოლმა,სუზანა ვერნერმა გუშინ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა თავის ბლოგზე.მან თქვა,რომ ჟულიოს უკვე აქვს ძალიან დიდი კლუბისგან შეთავაზება და ინტერის "ოფერთან" ერთად აუცილებლად განიხილავს მასაც. მარიო ბრანკამ განაცხადა : ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ საერთო ენა და უკეთესი პირობები შევთავაზოთ ჟულიოს.ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას და ყველაფერი მშვიდ ტემპში მიმდინარეობს
|