შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ "ინტერის" ყოფილი გოლკიპერი "მილანში" გადაბარგებას აპირებდა, მაგრამ ეს ყველაფერი თავად ჟულიო სეზარმ უარყო:გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ შეიძლება ითამაშოდ "მილანში"...
არა არასოდეს, მე აქ ძალიან კარგად ვარ ვსწავლობ ენას და შევეჩვიე ქალაქსაც, ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერია, მე ძალიან მიყვარს იტალია მაგრამ დაბრუნებას არ ვაპირებ.
გენატრებათ იტალია?
რა თქმა უნდა, მე იქ დიდხანს ვიცხოვრე, საოცარი წლები გავატარე ”ინტერში”, ეს კლუბი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ყოველთვის ჩემს გულში დარჩება.
რას იტყვით ”გალათასარაი” ”რეალის” დაპირისპირებაზე, ”რეალში” თქვენი ყოფილი მწვრთნელია , ”გალათასარაიში” კი ყოფილი თანაგუნდელი, რომელს გულშემატკივრობთ?
ორივე ჩემი საუკეთესო მეგობარია, ამიტომ ორივე გუნდს ვგულშემატკივრობ და ორივეს დიდი წარმატებას ვუსურვებ.
"ინტერის" დატოვების შემდეგ გადაბარგდით ინგლისში რა მოგწონთ ამ ქვეყანაში?
ყველაფერი... ხალხი, გულშემატკივარი, პრემიერ ლიგაში თამაში ძალიან ძალიან მომწონს საოცარი გარემოა, აქ ახალგაზრდა ფეხბურთელი ნებისმიერ კლუბში დიდი გამოცდილებას მიიღებს
და თქვენი გეგმები?
მინდა დარჩენა პრემიერ ლიგაში, მინდა ჩემს ნაკრებთან ბრაზილიასთან ერთად მოვიგო კონფედერაციის თასი, მინდა მოვიგო მსოფლიო ჩემპიონატი... როგორ ფიქრობთ ბევრს ვითხოვ? (იცინის)