შაბათს ღამით მილანის ინტერის მეკარე ჟულიო სეზარი თავისი ლამბორჯინით ავარიაში მოყვა "სან-სიროს" მახლობლად. ბრაზილიელს აქვს რამოდენიმე დაზიანება, რის გამოც მან ვარჯიშიც კი გააცდინა. ჩელსისთან თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. "Sky Sport Italia"-ს მტკიცებით, სერიოზული არაფერია და იგი მალე მომჯობინდება. ვარჯიშის გამოტოვება კი ინტერის სამედიცინო შტაბის ინიციატივა იყო. ამ ყველაფერმა ძალზედ ააფორიაქა ჟოზე მოურინიო. ჩელსის წინააღმდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის არყოლა უდავოდ დიდი დანაკლისი იქნება. იმ შემთხვევაში თუ სეზარი მართლა ვერ შესძლებს თამაშს, მაშინ მის ადგილს ვეტერანი ფრანჩესკო ტოლდო დაიკავებს.
|