ლონდონის ჩელსის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ ბავშვობაში მილანის ინტერს ქომაგობდა. ბავშვობაში ინტერს ვგულშემატკივრობდი, ხოლო ჩემი კერპი სანდრო მაცოლა იყო. ჩემმა ბიძაშვილმა ამ გუნდის მაისური მაჩუქა და მას შემდეგ ინტერის ნამდვილ ფანად ვიქეცი. რა თქმა უნდა, ამჟამად ჩემთვის ძნელია ინტერის მიმართ გულშემატკივრობის გამოხატვა, მაგრამ წლების წინ ამ გუნდისთვის მიტირია კიდეც. მაშინ "ნერაძური” "მანტოვას” ეთამაშებოდა. მატჩზე დასასწრები ბილეთი არ მქონდა, ამიტომ სტადიონის სიახლოვეს ვიდექი და ვისმენდი, თუ როგორ ყვიროდნენ ქომაგები. ერთ-ერთმა სტიუარდმა შემიცოდა და მეორე ტაიმისთვის სტადიონზე შემიშვა. მახსოვს მაშინ ინტერმა 6:1 მოიგო. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ცოცხლად ვიხილე, თუ როგორ თამაშობდნენ ჩემი კერპები, - ავრცელებს ანჩელოტის კომენტარს Sky Italia შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი ფეხბურთელობისას სხვადასხვა პერიოდში პარმასა და რომას ღირსებას იცავდა. გარდა ამისა, ინტერის პრინციპული მეტოქის, მილანის რიგებშიც გამოდიოდა. 2001-2009 წლებში კი "როსონერის” წვრთნიდა კიდეც
|