ხუთშაბათი, 02.05.2024, 02:09
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

Каталог статей

მთავარი » სტატიები » ინტერ » ინტერული ამბები

პროფილი: ხავიერ ძანეტი
 
ხავიერ ძანეტი არგენტინელი ფეხბურთელია,რომელიც იტალიის სერია A-ს კლუბ,მილანის ინტერში 1995 წლიდან მოყოლებული,დღემდე ირჯება.1999 წლიდან კი,გუნდის შეუცვლელი კაპიტანია.არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 1996 წლის ოლიმპიური თამაშები და ორი მსოფლიო ჩემპიონატი(1998,2002) უთამაშია.

იტალიაში გადასვლის შემდეგ ყველა „ტრაქტორს“ ეძახის.მუხედავად სათამაშო პოზიციისა,იგი ძალიან ძლიერი,სწრაფი და შემტევი ფეხბურთელია და მარჯვენა ფლანგიდან მწვავე შეტევებს ანვითარებს.მას შემდეგ,რაც ინტერში ჩაირიცხა,ჩემპიონის ტიტულის დაუფლება 3-ჯერ მოახერხა.ცნობილია,რომ ინტერში მას 600-ზე მეტ ოფიციალურ მატჩში მიუღია მონაწილეობა,რაც მიუხედავად სიუხვისა,კლუბში საუკეთესო შედეგი არ არის.ძანეტი,რომლის გეგმებში ინტერში დარჩენა და კარიერის იქ დამთავრება შედის,ფიფიას ბავშვთა ფონდთანაც თანამშრომლობს და არგენტინელ ბავშვებს ხშირად ეხმარება.

 
 

სრული სახელი:  ხავიერ ალდემარ ძანეტი

დაბადების თარიღი: 10 აგვისტო,1973 წლის(35 წლის)

დაბადების ადგილი: ბუენოს აირესი,არგენტინა

სიმაღლე: 1 მეტრი 78 სანტიმეტრი(178 სმ)

სათამაშო პოზიციები: მარჯვენა მცველი,მარჯვენა(შემტევი) მცველი და ნახევარმცველი

ამჟამინდელი კლუბი:  მილანის ინტერი (კაპიტანი)

ნომერი მაისურაზე: 4

 

მიღწევები

 cheese.jpg image by JNiggsy

ინტერთან ერთად

 

იტალიის ჩემპიონი (2005/06,2006/07,2007/08)

უეფას თასის მფლობელი (1997/1998)

იტალიის თასის მფლობელი (2004/2005.2005/2006)

იტალიის სუპერთასის მფლობელი (2005,2006,2008)

 

არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად

 

ამერიკული თამაშების ოქროს მედალოსანი (1995)

ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი (1996)

 

პირდი მიღწევა

 

პელეს დასახელებული ყველა დროის საუკეთესო 100 ფეხბურთელს შორის მოხვედრა

 

კარიერის სტატისტიკა

 

 

წელი

კლუბი

თამაში

გოლი

1992-1993

ტალერესი

17

1

1993-1995

ბანფილდი

66

4

1995-2009

ინტერი

615

19

1994-

არგენტინის ნაკრები

128

5

 

 

ხავიერ ალდემარ ძანეტის ბიოგრაფია

 

ადრეული ცხოვრება

 

ხავიერ ალდემარ ძანეტი დაიბადა და გაიზარდა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესის ერთ-ერთ ღარიბ უბანში.მამამისი რძის ბიზნესში იყო ჩართული და მას ხავიერიც ეხმარებოდა.სწორედ ამით ირჩენდა თავს მისი ოჯახი.ფეხბურთს რაც შეეხება,იგი ადრეულ ასაკშივე გამოირჩეოდა ფეხბურთის სიყვარულით და უბანში ხშირადაც აგორებდა ბურთს.

 

საკლუბო კარიერა

 

ატლეტიკო ტალერესი

ძანეტიმ საფეხბურთო კარიერა 1992 წელს,იმ დროისთვის არგენტინის მეორე დივიზიონის კლუბ ატლეტიკო ტალერესში,დაიწყო.თუმცა მალევე საწადელს მიაღწია და უკვე 1993 წელს პირველი დივიზიონის კლუბ ბანფილდში ამოყო თავი.

 

ბანფილდი

სადებიუტო მატჩი ძანეტიმ 1993 წლის 12 სექტემბერს,რივერ პლეიტის წინააღმდეგ ჩაატარა.მან ახალ კლუბში პირველი ოფიციალური გოლი იმავე წლის 29 სექტემბერს,ოლდ ბოისის კარში გაიტანა,რომელიც ფრე,1-1 დასრულდა.მალევე ის ბანფილდის ფანების საყვარელი ფეხბურთელი გახდა.1994 წელს მან ორი გიგანტი კლუბისგან,ბოკა ხუნიორსისგან და რივერ პლეიტისგან,მიიღო წინადადება,თუმცა ეს ორი არგენტინული გრანდი უარით გაისტუმრა და ბანფილდში კიდევ ერთი წელი დარჩა.საბოლოოდ,1995 წელს ის მილანის ინტერმა შეიძინა.

 

მილანის ინტერნაციონალე

 

მისი დებიუტი ახალ გუნდში 1995 წლის 27 აგვისტოს,მილანის წინააღმდეგ შედგა.მას შემდეგ ის დარჩა კლუბში და 9 ტიტულიც მოიგო-1998 წელს უეფას თასი(ფინალურ მატჩში მეორე გოლი სწორედ ძანეტის ანგარიშზეა),2005-2006 წლებში იტალიის თასი.2005,2006 და 2008 წლებში იტალიის სუპერ თასი,ხოლო 2005 წლიდან მოყოლებული 2008 წლამდე სკუდეტო.2008 წელს,ინტერმა სუპერ თასი პენალტების სერიაში მოიგო,ძანეტიმ კი თავისი პენალტი გაიტანა.

მას ხშირად აკრიტიკებდნენ იტალიელი ჟურნალისტები,თუმცა დღეს ყველამ იცის,რომ იგი ინტერის ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელია.მას უკვე 600-ზე მეტ ოფიციალურ მატჩში აქვს ნერაძურის ღირსება დაცული და თუ ასე გააგრძელა ინტერის ყოფილ წამყვან ფეხბურთელს,ჯაკინტო ფაკეტის,რომელსაც ინტერის მაისურით 634 მატჩი აქვს ჩატარებული მალე გადაუსწრებს.თუმცა ალბათ ძალიან გაუჭირდება ინტერის ლეგენდარული ფეხბურთელის,ჯუზეპე ბერგომის რეკორდის მოხსნა-იტალიელს ხომ კლუბში 758 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული.

არგენტინელმა მილანშიც მოახერხა და კლუბის ფანების საყვარელი ფეხბურთელი გახდა.

2006/2007 წლიდან გუნდში ახალი შემტევი მცველი,დუგლას მაიკონი,გადავიდა.ამ ტრანსფერმა ინტერის ტაქტიკაში ბევრი რამ შეცვალა.შეიცვალა ძანეტის პოზიცია-იგი მარჯვენა მცველიდან,მარჯვენა ნახევარმცველამდე გადაინაცვლა და 2006 წლის 5 ნოემბერს,ასკოლისთან მატჩში,4 წლიანი პაუზის შემდეგ გოლი გაიტანა-მას 2002 წლის 6 ნოემბრის შემდეგ,როდესაც ემპოლი დაამწუხრა,გოლი არ გაეტანა.

2006 წლის 27 სექტემბერს,მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი,მისთვის ინტერში გადასვლიდან მე-500-ე იყო.

სხვადასხვა

ინტერში გადმოსვლის დღიდან დღემდე ხავიერ ძანეტი მხოლოდ ერთხელ გააგდეს მოედნიდან.ეს მოხდა 1999 წლის 17 თებერვალს პარმასთან მატჩში.ძანეტიმ ამ თემაზეც საუბრობს „არასდროს ვყოფილვარ მსაჯებზე ცუდად განწყობილი,მაგრამ ბრენკის საქციელი საშინელება იყო,როდესაც მან,პარმასთან მატჩში,პირველი წითელი ბარათი მაჩვენა.საამისო მე არაფერი გამიკეთებია,მან კი რატომღაც ჩემი გაგდება მოინდომა“.

ინტერში მისი თამაშის დროს,კლუბმა 15 მწვრთნელი გამოიცვალა,თუმცა იგი ყოველთვის დამრიგებელთა ფავორიტი იყო და ამ ცვლილებებს მასზე ფაქტობრივად არ „იმოქმედა“.

ხავიერის კონრაქტს ვადა 2010 წელს გადის.კაპიტანი იმედოვნებს,რომ ინტერში კიდევ დიდი ხანი ითამაშებს და ფანებს თავს დაამახსოვრებს. „ინტერი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს“-განაცხადა ძანეტიმ. „ეს გუნდი იყო პირველი,რომელმაც ევროპისკენ მომავალი გზა გამიხსნა და შესანიშნავად მიმიღო.როდესაც აქ ჩამოვედი წალიან ახალგაზრდა,20 წლის ვიყავი,მაგრამ გადმოსვლის დღიდან ინტერიდან წასვლაზე არ მიფიქრია.ეს გუნდი ჩემ გულში სამუდამოდ დარჩება“.

ორიოდ თვის წინ,ოქტომბერში ინტერის ახალმა მწვრთნელმა,ჟოზე მაურინიომ ინტერში ნახევარდაცვის შესუსტება შენიშნა(ოქტომბერში ინტერს ბევრი დაშავებული ყავდა) და ესტებან კამბიასოსთან და სულეი მუნტარისთან ერთად,ხავიერ ძანეტი ნახევარდაცვის ხაზში ათამაშა.პორტუგალიელი კმაყოფილი დარჩა მისი გარჯით და იქიდან მოყოლებული ძანეტი უკვე მარჯვენანახევარმცველია და მაიკონის,ნიკლას ბურდისოს,ვალტერ სამუელის და სხვა მცველების წინ თამაშობს.

 

სანაკრებო კარიერა

 

არგენტინის ნაკრებთან ერთად მას 128 თამაშში უთამაშია,მას შემდეგ რაც 1994 წლის 16 ნოემბერს ჩილეს წინააღმდეგ დანიელ პასარელას გუნდში,სადებიუტო მატჩი ჩაატარა.ნაკრებს დაეხმარა 1998-2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატზეც და 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე,როდესაც არგენტინამ ვერცხლის მედალი აიღო.

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,არგენტინელმა ინგლისის წინააღდეგ გოლი გაიტანა და არგენტინა მარცხისგან იხსნა-მატჩის ძირითადი დრო 2-2 მორჩა,პენალტებში კი სამხრეთ ამერიკელებმა 4-3 იმარჯვეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.მიუხედავად ინგლისის შტამბეჭდავი დამარცხებისა,არგენტინელებმა ¼ ფინალში ჰოლანდიასთან 2-1 წააგეს და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშნენ.

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ მატჩში რობერტო აიალა დაშავდა და კაპიტნის სამკლაური ხავიერ ძანეტის გადასცა.

ძანეტიმ თავისი მე-100-ე მატჩი ნაკრებში,2005 წლის 26 ივნისს გამართულ ფიფას კონფედერაციის თასის ნახევარფინალში 2003 წლის კონკაკაფის ჩემპიონის,მექსიკის ნაკრების,წინააღმდეგ ჩაატარა და იმ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელობასაც გამოჰკრა ხელი.

საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებული თამაშის შემდეგ,2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის იმდროინდელმა მწვრთნელმა,ხოსე პეკერმანმა,ყველა გააოცა და ძანეტის ნაცვლად ეროვნულ გუნდში მცველი,ლიონელ სკალონი გამოიძახა. „არ ვიცი რატომ არ გამომიძახა პეკერმანმა ნაკრებში,მაგრამ მე ვთვლი,რომ უკვე საკმაოდ ბევრი მატჩი ვითამაშე და ჩემი გულშემატკივრები გავახარე.მე ჩემი საქმე გაკეთებული მაქვს და შემიძლია მშვიდად ვიყო“-ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა ხავიერ ძანეტიმ.

ახალმა მწვრთნელმა,ალფიო ბასილემ,იგი 2007 წლის 7 თებერვალს,საფრანგეთთან გასამართ ამხანაგურ მატჩში გამოიძახა.ძანეტიმაც არ დაამწუხრა მწვრთნელი და „ბრილიანტივით“ ითამაშა.სწორედ მან უპასა საგოლედ ხავიერ სავიოლას,რომელმაც არ დააყოვნა და უმალ გაიტანა.იმ მატჩში კი, სწორედ სავიოლას გოლის წყალობით,არგენტინელებმა იმარჯვეს.ამ წელსვე ძანეტი ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი ხდება და გუნდს 2007 წელს გასამართი კოპა ამერიკის ვერცხლის მედლის აღებისთვის ეხმარება.

2007 წლის ნოემბერს,ბოლივიათან მატჩში,ხავიერ ძანეტიმ შეუცვლელად იასპარეზა და რეკორდიც დაამხო-იგი გახდა არგენტინის ეროვნულ ნაკრებში,ყველაზე მეტი მატჩის ნათამაშები ფეხბურთელი.

 

პირადი ცხოვრება

 

1992 წელს ძანეტი თავის მომავალ მეუღლეს პაოლას შეხვდა.წყვილმა ამ დღიდან 7 წლის შემდეგ იქორწინეს.დღეს პაოლა ძანეტი,უნივერსიტეტის ლექტორის და,ფოტოგრაფია.მან 2005 წელს ხავიერს მშვენიერი საჩუქარი მისცა-ბავშვი გაუჩინა.ხავიერ ძანეტიმ განაცხადა-„მე ძალიან გამახარა ამ პატარა გოგონამ,რომელიც ჩემ ცხოვრებაში შემოვიდა.ეს ჩემი ცხოვრების ულამაზესი ნაწილია“

ხავიერ ძანეტის უფროსი ძმა,სერხიო ყოფილი ფეხბურთელია.ხავიერს არავითარი ნათესაური კავშირი აქვს ინტერის ექსფეხბურთელ,იტალიელ კრისტიანო ძანეტისთან,რომელიც მასთან ერთად ინტერში 5 სეზონის განმავლობაში თამაშობდა.

2007 წელს,ძანეტიმ იტალიელ მომღერალ,მინა მაცინისთან დუეტი ჩაწერა და ესპანური სიმღერა „პაროლე,პაროლე“ იმღერა.

 

ქველმოქმედება

 

ძანეტი გულით კეთილი ადამიანი,რომ არის ალბათ ამაში ეჭვი არავის ეპარება.ქვევით მოყვანილი მაგალიი ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით,რაც მას კეთილი გულით გაუკეთებია...

 

„პუპი“ ფონდი

 

2001 წელს არგენტინას ფინანსურად ძალიან გაუჭირდა,რასაც ნამდვილი ფინანსური კრიზისი და რამოდენიმე მილიონი ადამიანის გაღატაკება მოჰყვა.ძანეტის იმ დროისთვის არ უჭირდა,ხოდა მან და მისმა ცოლმა,პაოლამ,ახალი ფონდი ჩამოაყალიბეს სახელად „პუპი“,სადაც შეგროვებული თანხა ღარიბი ბავშვების მოვლას მოახმარეს.ძანეტიმ ოფიციალური განცხადებაც გააკეთა: „როდესაც ჩემ წარსულში ვიყურები ბევრ კარგ და ბევრ ცუდ რამეს ვხედავ.მე ძალიან რთული ბავშვობა მქონდა და ვცდილობ,რომ ყოველივე ის რასაც მაშინ განვიცდიდი,ჩემმა საყვარელმა არგენტინელმა ბავშვებმა არ განიცადონ.ჩემი აზრით ყველამ უნდა ჩამოაყალიბოს საქველმოქმედო ფონდი და დაეხმაროს მომავალ თაობას,ყველაფრით რითიც შეუძლიათ“.
კატეგორია: ინტერული ამბები | დაამატა: inter (26.10.2009) | ავტორი: ინტერი
ნანახია: 1353 | კომენტარი: 11 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 11
1 inter  
3
UMAGRESI KACI DA PROPISIONALI.

2 interinio  
3
KI INTER 2 SITKVIT AXSENI ZANETTI MARTLA ERT ERTI SAUKETESO PEXBURTELI TAVIS AMPULASHI.IMENA KACI LEGENDA.MAGRAD MIKVARS EG KACI RA.

3 adribaba  
3
inter getanxmebi martla umagresi kaci da profesionalia imena yvela wertilshi ro sheudzlia tamashi....amas winat wavikitxe romeli mwvrtneli ambobda ogond ar maxsovs....karoche es mwvrtneli ambobda ro magrad minda inters romelime tamashshi orive mekare gaugdono da zanetti chaayenon karebshio...yvela adgilas ro sheudzlia tamashi mainteresebs erti karebshic vnaxo rogor tamashobso....magari kacia zanetti

4 interist  
3
zaliaan bevr magali donis pexburtels utamshiaaa intershi magram rac interis vgulshematkivrob zanettize magrad aracerti pexburteli damvasebiaaa... chemi sakvareli igrokiaaa jer martooo laziostan goli rad girss....frozaaa zanetti!!!!!!!!! hooray hooray hooray hooray es kaci ise rogor unda cavides pexburtidan interis shemadgenlobashi liga ro ver moigos sad sad

5 inter  
2
Adriano eg magari iko ise martla karshi rogor itamashebS biggrin biggrin biggrin

Interis martali xar rogor ar unda moagebinon zanettis liga interis pexburtelebma.


6 interinio  
3
Dzan momecona zaneti suratshi sadas skudetos cevs uro magrad

gamiscordeba tu ki ligis tasac acevS... soccer Zaneti 4EveR


7 adribaba  
2
xo ikaipe to amis wakitxvis mere mec mainteresebs zanetti karebshi ra kacia biggrin biggrin liga martla rogor ar unda qondes zanetis interis rigebshi mogebuli...imedia sanam wava pexburtidan movigebt

8 intera  
1
ძანეტი ნამდვილი კაპიტანი და ინტერის გულია, პიროვნულადაც მაგარი ადამიანი ყოფილა, ისეთი როგორიც ინტერს ეკადრება inter2

9 dachi  
1
me var dachi ochigava interis pani inter 4-ever

10 inter  
0
flag3 Dzan kai daci ... Inter martla 4EveR

11 Beneamatta  
0
es legendaa da legendataa sheracxuli. amas rom sicocxleshhive dzegli ar daudgan usindisoba iqneba. gvtismshoblis eklesiastan. forza zanetti forza inter di milano flag3 flag3 flag3 flag3 flag2 flag2 flag1

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter