პარასკევი, 26.04.2024, 06:12
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

Каталог статей

მთავარი » სტატიები » ინტერ » ინტერული ამბები

იტალიის თასის ფინალი
 
გაიმართა იტალიის თასის ფინალი, სადაც ერთმანეთს ინტერი და რომა შეხვდნენ. დაძაბულ ბრძოლაში ნერაძურის ფეხბურთელებმა იმარჯვეს, ანგარიშით 1:0. მაურინიოსთვის ეს პირველი ტიტულია 2009/10 წლების სეზონში. გარდა იტალიის თასისა, მაურინიოს და ინტერს შეუძლიათ მოიგონ "სერია ა და "ჩემპიონთა ლიგა”. თუ ეს ასე მოხდა, ეს იქნება "ინტერის” არსებობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სეზონი. ახლა კი კონკრეტულად ამ თამაშს რაც შეეხება ის ვთქვათ. პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ მაურინიომ ამ შეხვედრაში, ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა სამუელი – ლუსიოს დუეტი. სამუელი მხოლოდ 40 წუთზე შევიდა მოედანზე, ხოლო ლუსიო კი განაცხადშიც არ ყოფილა. მათი ადგილები ივან კორდობამ და მარკო მატერაციმ დაიკავეს. რომაელებს კი ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავდათ გამოყვანილი. ერთადერთი გასაკვირი ის იყო, რომ "ჯალოროსის” კაპიტანი, ფრანჩესკო ტოტი პირველივე წუთებიდან არ იყო მოედანზე. მატჩი დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ ისე მოხდა, როგორც ბევრი ვარაუდობდა. ყველაფერი ერთმა ბურთმა გადაწყვიტა. ეს ერთადერთი ბურთი დიეგო მილიტომ გაიტანა 40 წუთზე. ამის შემდეგ მეტი გოლი აღარ გასულა, მიუხედავად ორივე გუნდის დიდი სურვილისა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მატჩი ძალიან უხეში იყო. ნიკოლა რიცოლის არაერთი ყვითელი ბარათის ჩვენება მოუწია. იყო გაძევებაც. მოედნიდან ფრანჩესკო ტოტი გაისტყორცნეს. ერთი სიტყვით ინტერი ჩემპიონია, რომა კი მხოლოდ ვერცხის მედლებს დასჯერდა. ნერაძურიმ მეექვსედ მოიგო იტალიის თასი
 
გუნდების განვლილი გზა ფინალამდე


ინტერი

1/8 ფინალი: ინტერი – ლივორნო – 1:0 (სნეიდერი)
1/4 ფინალი: ინტერი – იუვენტუსი – 2:1 (ლუსიო, ბალოტელი)
1/2 ფინალი (პირველი წრე): ინტერი – ფიორენტინა – 1:0 (მილიტო)
1/2 ფინალი (მეორე წრე): ფიორენტინა – "ინტერი – 0:1 (ეტო’ო)


რომა

1/8 ფინალი: "რომა” – "ტრიესტინა” – 3:1 (ბრიგი, ვუჩინიჩი, ბაპტისტა)
1/4 ფინალი: "რომა’ – "კატანია” – 1-0 (დე როსი)
1/2 ფინალი (პირველი წრე): "რომა” – უდინეზე” – 2:0 (ვუჩინიჩი, მექსე)
1/2 ფინალი (მეორე წრე); "უდინეზე” – "რომა” – 1:0
 
შემაგენლობები ფინალში

 
ინტერი

ჟულიო სეზარი, მაიკონი, კორდობა (სამუელი, 40 წ.), მატერაცი, კივუ, ძანეტი, კამბიასო, მოტა, სნეიდერი (ბალოტელი, 6 წ; მუნტარი, 90 წ.), მილიტო, ეტო’ო.

რომა

ჟულიო სერჟიო, ბურდისო (მ. მოტა, 46 წ.), მექსე, ჟუანი, რიისე, დე როსი, პიზარო (ტოტი, 46 წ.), ტადეი, პეროტა, ვუჩინიჩი, ტონი (მენეზი, 63 წ.).
გოლი: 40′ დიეგო მილიტო 1:0.

*
გაფრთხილება: მატერაცი, კივუ, სამუელი, ბალოტელი, ბურდისო, პეროტა, მექსე, ტოტი.
*
გაძევება: ტოტი.
 

კატეგორია: ინტერული ამბები | დაამატა: inter (06.05.2010) | ავტორი: ინტერი იტალიის თასი მოიგო
ნანახია: 926 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 aleksandre  
2
flag3 interi uzomod miyvars[color=red] flagitaly

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter