პარასკევი, 19.04.2024, 19:18
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

Каталог статей

მთავარი » სტატიები » ინტერ » ინტერული ამბები

პროფილი: ობაფემი მარტინსი


 ობაფემი მარტინსი

ობაფემი აკიმვუმნი მარტინსი 1984 წლის 28 ოქტომბერს დაიბადა. ნიგერიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი ამჟამად მოკრძალებულ ყაზანის რუბინში გამოდის, თუმცა რუსეთამდე რამდენიმე ძალიან ცნობილ კლუბში აქვს ნათამაშები.2001–2006 წლებში მარტინსი მილანის ინტერის ღირსებას საკმაო წარმატებით იცავდა და გუნდის მთავარ თუ არა, ერთ–ერთ ძირითად დამრტყმელ ძალას წარმოადგენდა. 88 ჩატარებულ შეხვედრაში ნიგერიელმა ნერაძურის მაისურით 28 გოლი გაიტანა. მომდევნო კლუბი "ნიუკასლი” გახლდათ, რომელშიც სამი წელი გაატარა და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ზუსტად იგივე მაჩვენებელი აქვს, 88 მატჩი, 28 გოლი. ინგლისის შემდეგ – გერმანია, კერძოდ კი ვოლფსბურგი, თუმცა ამჯერად მხოლოდ ერთი წლით და შედეგიც შესაბამისად, მოკრძალებულია, 16 მატჩი, 6 გოლი.

ნიგერიის ნაკრებში მარტინსი 2004 წლიდან გამოდის და 38 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი. საინტერესოა, რომ რამდენიმე წლის წინ, როცა ობაფემი ჯერ კიდევ ინტერში გამოდიოდა, მის წინააღმდეგ აგორდა სკანდალი, ვითომდა მისი ხელოვნურად შემცირებული წლოვანების გამო, თუმცა ეჭვები საბოლოოდ არ დადასტურდა.

მარტინსის ტიტულებში ძირითადად ინტერულები ჭარბობს: სკედეტო 2006 წელს, იტალიის თასი ამავე წელს და ერთი სეზონით ადრე და 2005 წლის იტალიის სუპერთასი. ერთადერთი ჯილდო, რომელიც მან ნიუკასლთან ერთად მოიგო, 2006 წლის ინტერტოტოს თასია.

კატეგორია: ინტერული ამბები | დაამატა: inter (02.08.2011) | ავტორი: პროფილი: ობაფემი მარტინსი
ნანახია: 953 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 interelia  
0
utvino daundobeli :D

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter