პარასკევი, 26.04.2024, 14:45
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

Каталог статей

მთავარი » სტატიები » ინტერ » ინტერული ამბები

ფენომენმა" კარიერა დაასრულა

 

არსებობს მხოლოდ ერთი რონალდო

ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა შინ რუმინეთის გუნდი მიიღო და 1:0 დაამარცხა. 30-ე წუთზე სტადიონზე რონალდო გამოჩნდა. მას მთელი ბრაზილია ტაშით შეეგება. ეს იყო ფენომენის უკანასკნელი მატჩი დიდ ფეხბურთში.

რონალდო ბრაზილიის ნაკრებში პირველად 1994 წელს გამოიძახეს. ასევე ის 1994 წელს მუნდიალზეც წაიყვანეს, თუმცა ფენომენს ამერიკაში 1 წუთიც არ უთამაშია.

რონალდოს ნაკრებში ყველაფერი ქონდა მოგებული, რისი მოგებაც შეიძლებოდა, მან 2 ჯერ მოიგო მუნდიალი 2 ჯერ კოპა ამერიკა და 1 ხელ კონფედერაციის თასი.

2002 წელს რონალდო მუნდიალის ბომბარდირი იყო მან 8 გოლის გატანა მოახერხა კორეა-იაპონიაში. 1998 წელს კი ის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, თუმცა 98 ში ის ზიდანის საფრანგეთთან 3:0 დამარცხდა.

რონალდო მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.



კრუზეირო

რონალდოს კარიერა ბრაზილიის კლუბ კრუზეიროში დაიწყო სადაც მან მხოლოდ 1 წელი ითამაშა 1993-1994. 17 წლის რონალდომ კრუზეიროსთან ერთად ბრაზილიის ჩემპიონატის მოგება შესძლო.

პეესვე

"ფენომენმა" ჰოლანდიაში 2 წელი გაატარა. რონალდომ პეესვესთან ერთად ჰოლანდიის თასის მოგება შესძლო 1996 წელს, მომავალ წელს კი დატოვა კლუბი.

ბარსელონა

რონალდომ "ბარსელონაში" მხოლოდ 1 სეზონი გაატარა. 1996-97 - წელს მან ლა ლიგის 37 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა. საერთო ჯამში კი მის ანგარიშზე 49 მატჩში 47 გოლია.

ბრაზილიელი უკანასკნელი ფეხბურთელი იყო რომელმაც 34 გოლის გატანა მოახერახა ლა ლიგაში, თუმცა მას წელს კრიშტიანუ რონალდუმ გადაუსწრო. რონალდომ ბარსელონას შემადგენლობაში 1 სეზონში 3 ტიტული მოიგო.

კოპა დელ რეის გათამაშებაში რონალდომ 5 მატჩში 8 გოლი გაიტანა.თუმცა ესეთი წარმატებული სეზონის მიუხედავად, მან 97 წელს მაინც დატოვა კატალონია და იტალიაში წავიდა.

ინტერი

ბრაზილიელმა თავისი საუკეთესო წლები ინტერში გაატარა, თუმცა იტალიაში მხოლოდ ევრო ლიგის მოგება შესძლო.

რონალდომ ინტერში თამაშის დროს ფეხიც მოიტეხა, თუმცა მან ისევ შესძლო ფორმაში ჩადგომა. სწორედ იტალიელებმა შეარქვეს რონალდოს "ფენომენი".

რეალი

2002 წლის მუნდიალის შემდეგ რონალდომ ისევ ესპანეთს მიაშურა. ის იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელებს მიეკუთვნება, რომლებსაც ბარსელონაშიც და რეალშიც უთამაშიათ. როდესაც ბარსელონიდან რეალში ლუიშ ფიგუ გადავიდა, პორტუგალიელს კამპნოუზე ღორის თავი ესროლეს, რონალდოს კი ჩვეულებრივად შეხვდნენ.

"ფენომენმა" რეალის შემადგენლობაში ორჯერ ლა ლიგა ერთხელ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და ერთხელ ესპანეთის სუპერთასი მოიგო. 2007 წელს რონალდო სათადარიგო სკამის შეუცვლელი ფიგურა გახდა, რაც არ სურდა მას

მილანი

რონალდომ მილანში მხოლოდ 1 სეზონი გაატარა სადაც 20 მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა. მას მილანთან ერთად ტიტული არ მოუგია.

კორინთიანსი

ბრაზილიაში დაბრუნებულმა რონალდომ კვლავ შესძლო ბრაზილიის თასის მოგება, ამჯერად ეს კორინთიანსის შემადგენლობაში მოხდა. "ფენომენმა" ბრაზილიურ კლუბში 2 წელი გაატარა. მან 31 მატჩში 18 გოლის გატანა მოახერხა.




1993–1994 კრუზეირო 14 მატჩი 12 გოლი

1994–1996 პეესვე 46 მატჩი 42 გოლი  

1996–1997 ბარსელონა 37 მატჩი 34 გოლი  

1997–2002 ინტერი 68 მატჩი 49 გოლი  

2002–2007 რეალი 127 მატჩი 83 გოლი 

2007–2008 მილანი 20 მატჩი 9 გოლი  

2009–2011 კორინთიანსი 31 მატჩი 18 გოლი  

1993-2011 ბრაზილია 98 მატჩი 62 გოლი

საკლუბო ტიტულები:

კრუზეირო


ბრაზილიის თასი: 1993

პეესვე


ჰოლანდიის თასი: 1996

ბარსელონა


კოპა დელ რეი: 1997

ევროპის სუპერ თასი: 1997

ესპანეთის სუპერ თასი: 1996 


ინტერი


ევრო ლიგა: 1998

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2002


რეალი 

ლა ლიგა: 2002-2003, 2006-2007

ესპანეთის სუპერთასი: 2003

კორინთიანსი


ბრაზილიის თასი: 2009

ბრაზილიის ნაკრები 

მსოფლიო ჩემპიონატი: 1994, 2002

კონფედერაციის თასი: 1997, 1999

კონფედერაციის თასი: 1997 


ინდივიდუალური ტიტულები:


ლიბერტადოსის ბომბარდირი: 1993-94

მინეიროს ჩემპიონატი ბომბარდირი: 1993-94

მინეიროს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: 1994

ერდივიზიონის ბომბარდირი: 1994-1995

ლა ლიგის ბომბარდირი: 1996-1997, 2003-2004

ევროპის ოქროს ბუცი: 1996-97

ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი: 1996-97

ამერიკის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: 1997

კონფედარიციის საუკეთესო გუნდის წევრი: 1997

ესპანეთის თასის საუკეთესო ბომბარდირი: 1996097

IFFHS - მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი: 1997

უეფას ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: 1997-98

სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი: 1997-98

სერია A-ს საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი: 1997-98

უეფას საუკეთესო თავდამსხმელი: 1997098

ბრავოს ჯილდო: 1995, 1997, 1998

ფიფას ოქროს ბურთი: 1998

კოპა ამერიკის ბომბარდირი: 1999

კოპა ამერიკის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1997, 1999

ფიფას წლის ფეხბურთელი: 1996,1997,2002

World Soccer Magazine - წლის ფეხბურთელი: 1996,1997,2002

Ballon D'or: 1997, 2002

Onze d'Or: 1997, 2002

ფიფას ოქროს ბურთი: 2002

მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1998,2002

მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი: 2002

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: 2002 

უეფას წლის გუნდის წევრი: 2002 

Goal.com: - 2000-2010-ს საუკეთესო ფეხბურთელი

ფიფას ყველა დროის საუკეთესო გუნდის წევრი 

სერია A-ს 1997-2010 წლის დროის საუკეთესო ფეხბურთელი

ლა ლიგის საუკეთესო სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი: 1996-97, 2002-2003.

ბიბისის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2002 


რონალდოს უკანასკნელი მატჩი






კატეგორია: ინტერული ამბები | დაამატა: inter (11.06.2011) | ავტორი: რონალდოს უკანასკნელი მატჩი
ნანახია: 991 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
1 inter  
0
flagbrazil flagbrazil flagbrazil flagbrazil flagbrazil

Umagresi Pexburteli iyO RonaldO :


Me Pexburti Da Interi Ronaldom Shemayvara

heart heart heart heart heart

2 internazionale  
1
ubralod legendaa flag3 flag3 flag3 flag3 flag3 flag3 flag3

3 InterlitO  
0
umagresi pexburteli da magari pirovneba

Cveni penomeni iyO da Darceba ---

---------------INTER 4EveR-----------------------

4 inter-zura  
0
ლეგენდარული ფეხბურთელი flagbrazil flagbrazil flagbrazil inter2 flag3 flag3 flag3

ისე ღიპი ეტყობა :D:D:D:D

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter