პარასკევი, 26.04.2024, 15:57
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

Каталог статей

მთავარი » სტატიები » ინტერ » ინტერული ამბები

სერია ა_ს 2009-2010 ჩემპიონი
 
ინტერის განვლილი გზა ჩემპიონობამდე
 
ტური - 1 ინტერი 1:1 ბარი

იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურში, ერთობ მოულოდნელად განვითარდა მოვლენები. მილანის "ინტერი" - "ბარის" მასპინძლობდა, გამარჯვებას მოწყურებული მილანელი ქომაგები, საყვარელ გუნდს მხურვალედ გულშემატკივრობდნენ. "ნერაძურის" ფანატების გარჯამ, თავისი შედეგი მეორე ნახევარში გამოიღო, მაშინ როდესაც სამუელ ეტო'ომ საკუთარი გუნდი დააწინაურა, თუმცა ეიფორიაში ჩავარდნილი მილანელები, ვიტალი კუტუზოვმა შეხვედრის ბოლო წუთზე დასაჯა და მაურინიოს გუნდს პირველი ქულები დააკარგვინა.

ტური - 2 მილანი 0:4 ინტერი

მაურინიოს შეგირდებმა, პირველი ტურის იმედგაცრუება, მილანურ დერბიში ამოინაზღაურეს და ჩემპიონობისთვის დარაზმული "როსონერო" მიწასთან გაასწორეს. ლეონარდოს ფეხბურთელთა რბევა, დიეგო მილიტომ დაიწყო, ტიაგო მოტამ გააგრძელა, მაიკონმა დასკვნით ფაზაში შეიყვანა, დეიან სტანკოვიჩმა კი წერტილი დაუსვა. სხვათა შორის, ეს მატჩი უესლი სნეიდერისთვის სადებიუტო გამოდგა.

ტური - 3 ინტერი 2:0 პარმა

მიმდინარე შეხვედრა ერთობ დამაინტრიგებლად დაიწყო. მასპინძლებმა, მილანელთა კართან პირველ ნახევარში უამრავი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. "ინტერის" ჩიხიდან გამოყვანა, საბოლოოდ სამუელ ეტო'ომ მოახერხა, რომელმაც "პარმას" კარი 70-ე წუთზე აიღო. საკუთარი გულშემატკივარი კი კვლავ დიეგო მილიტომ დაამშვიდა, რომელმაც სტუმართა კარში მეორე გოლი გაიტანა.

ტური - 4 კალიარი 1:2 ინტერი

შეხვედრის პირველ წუთებში, "სტად ელიაზე" შეკრებილ ქომაგთათვის, მოვლენები დრამატულად განვითარდა, ჯერ კიდევ მე-5 წუთზე დიეგო მილიტომ საკუთარი გუნდი დააწინაურა. ერთობ განწირული "კალიარი", პირველი ნახევრის ბოლო წუთზე ჯედამ გამოაცოცხლა. საბოლოოდ, ამ მატჩში გამარჯვების გოლი კვლავ, დიეგო მილიტომ გაიტანა.

ტური - 5 ინტერი 3:1 ნაპოლი

არავის ეგონა, რომ "ინტერი" მიმდინარე შეხვედრას ასე მარტივად მოიგებდა, მილანელებმა ანგარიში პირველ წუთზე გახსნეს. მასპინძელთა უპირატესობა მე-20 წუთზე, მილიტომ გაზარდა, ხოლო დამაგვირგვინებელიб მესამე გოლი ლუსიომ 28-ე წუთზე გაიტანა. მაურინიოს შეგირდებმა ასე, ქუჩის ბიჭუნებივით გაასწორეს მიწასთან ნეაპოლელები. "ნაპოლის" განაწყენებული ქომაგები, ეზეკილ ლავესიმ გაამხიარულა, რომელმაც მასპინძელთა კარში ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა.

ტური - 6 სამპდორია 1:0 ინტერი

სიცილიაში გამართული შეხვედრის სადავეები, დასაწყისიდანვე მასპინძლეთა ხელთ იყო. ჯულიო სეზარის კარში, გოლი მწიფდებოდა... ახალგაზრდა დავიდე სანტონმა, ფლანგზე შეცდომა დაუშვა, რომლითაც ჯამპაოლო პაცინიმ ისარგებლა და საკუთარი გუნდი გაიყვანა.

ტური - 7 ინტერი 2:1 უდინეზე

მიმდინარე მატჩი მილანელთა მხრიდან, უესლი სნეიდერმა გამოტოვა, რომელსაც მუხლის მძიმე ტრავმა აწუხებდა. გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დარჩენილმა მილანელებმა, დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოახერხეს და "უდინეზეს" ფეხბურთელები 2-1 დაამარცხეს.

ტური - 8 ჯენოა 0:5 ინტერი

მილანის "ინტერის" მესვეურები, "ჯენოას" წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ჟოზე მაურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია და მისი პოსტიდან გათავისუფლება გამორიცხული იყო. მილანელებმა, ამელიას კარი ხუთჯერ აიღეს.

ტური - 9 ინტერი 2:1 კატანია

ანგარიშმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ, მიმდინარე შეხვედრა, მილანელებმა ძალიან მარტივად მოიგეს. ანგარიში სალი მუნტარიმ გახსნა, რომელმაც მცველების შეცდომით ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. მასპინძლეთა უპირატესობა ორამდე, საჯარიმო დარტყმით უესლი სნეიდერმა გაზარდა. სტუმართა მხრიდან კი, ერთი ბურთის გაქვითვა, ჯუზეპე მასკარამ ითავა.

ტური - 10 ინტერი 5:3 პალერმო

მიმდინარე შეხვედრა, მაურინიოს ფეხბურთელებმა ძალიან კარგად დაიწყეს. დიეგო მილიტომ და სამუელ ეტო'ომ სტუმართა კარი ოთხჯერ აიღეს და შეხვედრის ბედი, ფაქტიურად პირველ ნახევარშივე გადაწყვიტეს, მაგრამ ნურას უკაცრავად! ფაბრიციო მიკოლიმ, იმდენი ქნა, რომ "ნერაძურის" კარში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. ვეტერანმა იტალიელმა მატჩს დაკარგული ინტრიგა დაუბრუნა, თუმცა მილიტოს საგოლე ალღომ ამ შეხვედრაშიც იჩინა თავი და სტუმართა კარში მეხუთე გოლი შეაგდო.
ტური - 11 ლივორნო 0:2 ინტერი

ხუთი ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, მილანელებმა ქულათა მარაგი, "ლივორნოსთან" გამართული შეხვედრის შემდეგ, კიდევ სამით შეავსეს.
ტური - 12 ინტერი 1:1 რომა

ჩემპიონატის ამ ეტაპზე, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რანიერის დამოძღვრილი რომაელები, ჩემპიონატის მთავარ პრეტენდენტებად იქცეოდნენ, თუმცა რა მოხდა, თქვენ თვითონაც კარგად მოგეხსენებათ... რაც შეეხება ამ მატჩს, "სან სიროზე" შეკრებილი ქომაგები, მირკო ვუჩინიჩმა დაამწუხრა, რომელმაც ჟულიო სეზარის კარში თაური დარტყმით უალამაზესი გოლი გაიტანა, თუმცა მიმდინარე თამაშში გადამწყვეტი როლი კვლავ სამუელ ეტო'ომ ითამაშა, რომელმაც დონის კარი ახლო მანძილიდან აიღო და საკუთარ გუნდს ერთი ქულა მოუტანა.

ტური - 13 ბოლონია 1:3 ინტერი

მაურნიოს გუნდისთვის, მატჩი დამაინტრიგებლად დაიწყო. მაურო სალაიეტამ, სტუმართა კარის აღება შეხვედრის დებიუტშივე მოახერხა. ამის მიუხედავად, წონასწორობის აღდგენა დიეგო მილიტომ რამოდენიმე წუთში მოახერხა, ხოლო შხვედრის მეორე ნახევარში სასურველი შედეგის მიღწევაში, საკუთარ გუნდს მარიო ბალოტელი და ესტებან კამბიასო დაეხმარნენ.

ტური - 14 ინტერი 1:0 ფიორენტინა

მატჩი ორმაგი უპირატესობით მიმდინარეობდა. შეხვედრის დასასრულს ვერავინ იფიქრებდა, თუ ამ თამაშში რომელიმე გუნდი გოლს გაიტანდა, თუმცა 85-ე წუთზე, "სარაგოსას" ყოფილმა ფორვარდმა საკუთარ გუნდს კიდევ ერთი გამარჯვება მოუტანა.

ტური - 15 იუვენტუსი 2:1 ინტერი

მიუხედავად სერიოზული პრობლემებისა, ტურინელმა ფეხბურთელებმა ძალები არ დაზოგეს და მრისხანე მეტოქე 2-1 დაამარცხეს. ანგარიში ფელიპე მელომ გახსნა, წონასწორობის აღდგენა, სამუელ ეტო'ომ ითავა, თუმცა ჟულიო სეზარის კარი, ბრწყინვალე დრიბლინგის დასასრულს, კლაუდიო მარკიზიომ მეორედ აიღო.

ტური - 16 ატალანტა 1:1 ინტერი

ბერგამოელებმა, მილანელებთან შეხვედრაში, სანუკვარი ერთი ქულა მოიპოვეს და საკუთარ გულშემატკივარს ნამდვილი ზეიმი მოუწყეს. ამ მატჩში, არსად ჩანდა დიეგო მილიტო, სამაგიეროდ უესლი სნეიდერმა გაიბრწყინა და საკუთარ გუნდს ერთი ქულა მოუტანა.

ტური - 17 ინტერი 1:0 ლაციო

ამ მართლაც ძალიან დაძაბულ შეხვედრაში, გამარჯვებულის ვიანობა, სამუელ ეტო'ომ გვამცნო, რომელმაც მეტოქის კარში უალამაზესი გოლის გატანა მოახერხა და საკუთარ გუნდს კიდევ ერთი სამი ქულა შესძინა. მაურინიოს მიმართ კრიტიკა იმატებდა, თუმცა მიღწეული შედეგები სხვაზე მეტყველებდა, "ინტერი" იტალიაში კვლავ პირველობდა.

ტური - 18 კიევო 0:1 ინტერი

სეზონის პირველი ნახევარი დასასრულს მიუახლოვდა... მიმდინარე შეხვედრას უდიდესი ინტრიგა სდევდა თან, რომელიც მასპინძლებმა ნადვილად გაამართლეს. მართალია, მათ პირველი გოლი 11-ე წუთზე გაუშვეს, თუმცა "მფრინავმა ვირებმა" შეხვედრის ბოლო წუთზე მილანელთა სამწვრთნელო შტაბი ძალიან ანერვიულეს.

ტური - 19 ინტერი 4:3 სიენა

სტუმრებმა შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყეს, თუმცა პირველი გოლის გატანა მაინც მასპინძლებმა მოახერხეს. რამოდენიმე წუთში, წონასწორობა მაკარონემ აღადგინა, მეორე ნახევარში ვეტერანმა იტალიელმა საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, თუმცა უესლი სნეიდერისა და ვალტერ სამუელის გოლებმა მიმდინარე მატჩში გადამწყვეტი როლი ითამაშეს.

ტური - 20 ბარი 2:2 ინტერი

მასპინძლებმა შეხვედრა შესანიშავად დაიწყეს, ბრაზილიელმა ბარეტომ მეტოქის კარის აღება პირველივე წუთებში მოახერხა... შემდეგ "გალეტის" უპირატესობა, კვლავ ბარეტომ გაზარდა ორამდე, თუმცა გორან პანდევისა და დიეგო მილიტოს გოლების წყალობით, მილანელებმა ერთი ქულის მოპოვება მაინც მოახერხეს.

ტური - 21 ინტერი 2:0 მილანი

რიგით მეორე "დელა მადონინა" კვლავ, "ნერაძურის" გამარჯვებით დასრულდა. მსაჯის დაუდევრობის წყალობით, მაურინიოს შეგირდები, მატჩის დებიუტში, მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით დარჩნენ, თუმცა "ინტერის" ფეხბურთელებმა გოლის გატანა მაინც მოახერხეს. მეორე ტაიმში, "როსონეროს" ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა რონალდინიომ პენალტის ზუსტად დარტყმა ვერ მოახერხა. მატჩის ბოლოს კი, საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გორან პანდევმა გაზარდა.

ტური - 22 პარმა 1:1 ინტერი

ამ მატჩში, საუკეთესო საფეხბურთო ამინდი ნამდვილად არ ყოფილა და მეტიც, შეხვედრისწინ იტალიური ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ამ მატჩის გადატანასაც კი აპირებდნენ. მიმდინარე თამაშში, საკუთარი გუნდი ვალერი ბოჟინოვმა დააწინაურა, თუმცა მარიო ბალოტელის გოლმა, "ედიო ტარდინის" ბინადრებს ორი ქულა გამოგლიჯა ხელიდან.

ტური - 23 ინტერი 3:0 კალიარი

სერია A-ს 23-ე ტურში, "ინტერმა" კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მაურინიოს გუნდის წარმატებული გამოსვლა, გორან პანდევმა, ვალტერ სამუელმა და დიეგო მილიტომ განაპირობეს.

ტური - 24 ნაპოლი 0:0 ინტერი

ანგარიშმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ, მათ შორის არც მილანის "ინტერმა"! მიმდინარე შეხვედრაში მასპინძლები უდავო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მარეკ ჰამშიკმა და ფაბიო კუალიარელამ მეტოქის კარში გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

ტური - 25 ინტერი 0:0 სამპდორია

მილანელი გულშემატკივარი, საკუთარი გუნდის გამოსვლით უკმაყოფილოა, მილანელებმა ხომ რიგით მეორე შეხვედრის მოგება ვერ მოახერხეს... მართალია, "სამპდორიასთან" მატჩში, მასპინძლებმა მეტოქის დამარცხება ვერ შეძლეს, თუმცა ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშიათ.
ტური - 26 უდინეზე 2:3 ინტერი

"სტადიო ფრიულიზე" შეკრებილი გულშემატკივარი, სიმონე პეპემ მატჩის დებიუტშივე გაამხიარულა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებმა, მარიო ბალოტელიმ, დუგლას მაიკონმა და დიეგო მილიტომ, მეტოქეთა კარი სამჯერ აიღეს. ამის შემდეგ, შეხვედრაში ინტრიგა დი ნატალემ შემოიტანა, რომელმაც სტუმართა კარში მეორე გოლი გაიტანა, თუმცა "ბიანკონერიმ" მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.
ტური - 27 ინტერი 0:0 ჯენოა

მაურინიოს შეგირდებმა, რიგით მესამე შეხვედრა დაასრულეს ყაიმით. მილანელი გულშემატკივარი გაოგნებულია...

ტური - 28 კატანია 3-1 ინტერი

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, სეზონის დასკვნით ეტაპზე "ინტერს" ჩავარდნა დაეწყო... მილანელებმა კიდევ ერთ შეხვედრაში დაკარგეს ქულები, თუმცა ამჯერად ყაიმის მიღწევაც სანატრელი გაუხდათ, "ნერაძურიმ" - "კატანიასთან", სამარცხვინოდ 3-1 წააგო.

ტური - 29 პალერმო 1:1 ინტერი

საოცრებაა, მაგრამ "ინტერის" 9 ქულიანი უპირატესობა გაქრა... "როსონეროსა" და "ნერაძურის" შორის თანაფარდობა, ახლა მხოლოდ 2 ქულას შეადგენს...
ტური - 30 ინტერი 3:0 ლივორნო

როგორც იქნა, მილანელებმაც გამოიღვიძეს... მაურინიოს შეგირდებმა, ამჯერად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს და მეტიც, "ლივორნო" მიწასთან გაასწორეს. მასპინძელთა მხირიდან, გოლები, სამუელ ეტო'ომ, დუგლას მაიკონმა და ტიაგო მოტამ გაიტანეს.

ტური - 31 რომა 2:1 ინტერი

ფორმიდან ამოვარდნილი "ინტერი", კლაუდიო რანიერის დამოძღვრილმა გუნდმა, არ დაინდო და ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე, მაურინიოს უძლეველი "ინტერი" 2-1 დაამარცხა. მასპინძლებმა ანგარიში შეხვედრის დებიუტშივე გახსნეს, რომაელთა მხრიდან თავი დანიელე დე როსიმ გამოიჩინა. წონასწორობის აღდგენა დიეგო მილიტომ ითავა, თუმცა მეორე ნახევარში, ლუკა ტონიმ მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა.


ტური - 32 ინტერი 3:0 ბოლონია

მიმდინარე შეხვედრა ტიაგო მოტას ბენეფისად იქცა... ვეტერანმა ფეხბურთელმა ორი გოლის გატანა მოახერხა... მატჩის საბოლოო ანგარიში კი, ექვს თამაშიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, მარიო ბალოტელიმ დააფიქსირა.

ტური - 33 ფიორენტინა 2:2 ინტერი

ფლორენციაში გამართულ მატჩში, მასპინძლები დომინირებდნენ. კეირისონმა საკუთარი გუნდი დააწინაურა, თუმცა დიეგო მილიტოსა და სამუელ ეტო'ოს გოლებმა მასპინძელთა უპირატესობა დაამხეს. თუმცა, პერ კროლდრუპმა 82-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და საკუთარ გუნდს ერთი ქულა მოუტანა.

ტური - 34 ინტერი 2:0 იუვენტუსი

ათკაციანი "იუვენტუსი", მილანელებმა დუგლას მაიკონისა და სამუელ ეტო'ოს შესანიშნავი გოლების წყალობით დაამარცხეს. ამ უკანასკნელმა, მატჩს წერტილი, 92-ე წუთზე დაუსვა.

ტური - 35 ინტერი 3-1 ატალანტა

მატჩის დებიუტში, ემანუელ ტირიბოკიმ საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, თუმცა მატჩის გადარჩენა კრისტიან კივუმ და მაკდონალდ მარიგამ ითავეს, რომლებმაც "ინტერს" დაკარგული ლიდერობა დაუბრუნეს.

ტური - 36 ლაციო 0-2 ინტერი

სეზონის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი... მილანელებს უპირობო გამარჯვება ესაჭიროებათ, რომელიც მაურინიოს შეგირდებმა, ტიაგო მოტასა და დიეგო მილიტოს გოლების წყალობით მოიპოვეს.

ტური - 37 ინტერი 4-3 კიევო

ეს მატჩი, მილანურ თრილერად მონათლეს. მიმდინარე შეხვედრაში ანგარიში კვლავ ტიაგო მოტამ გახსნა, მაგრამ ანდრია მანტოვანიმ წონასწორობის აღდგენა მოახერხა (1-1), შემდეგ თავისმხრივ ესტებან კამბიასომ, დიეგო მილიტომ და მარიო ბალოტელიმ სამბურთიანი უპირატესობით გაიყვანეს საკუთარი გუნდი წინ, თუმცა "კიევო" არც ახლა დანებდა, სტუმრებმა ბოლომდე იბრძოლეს და მასპინძელთა კარში 2 გოლის გატანა მოახერხეს. ამის მიუხედავად, "მფრინავმა ვირებმა" მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს, მაგრამ რაც მთავარია მათ "ნერაძურის" მწვრთნელები გვარიანად ანერვიულეს.

ტური - 38 სიენა 0-1 ინტერი

ამ ნერვიულ ფინალში, გადამწყვეტი როლი კვლავ, დიეგო მილიტოს დიდებულმა ასპარეზობამ ითამაშა. არგენტინელმა ფორვარდმა, საკუთარი გუნდს ჩემპიონობა 54-ე წუთზე გატანილი ერთად ერთი გოლის წყალობით მოუტანა...

კატეგორია: ინტერული ამბები | დაამატა: inter (18.05.2010) | ავტორი: სერია ა
ნანახია: 854 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
1 interinio  
1
flagitaly Ramdeni vinerviulet sanam akamde movidodit ..exla ki rogorc statistikas vuyurebt :D:D:D

2 beqa  
0
magari statiaaa

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter