პარასკევი, 26.04.2024, 03:55
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

Каталог статей

მთავარი » სტატიები » ინტერ » ინტერული ამბები

სერია ა_ს სტატისტიკა

 
 
დასრულდა სერია ა–ს კიდევ ერთი სეზონი.მოდით კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი შედეგებს და საუკეთესონი და ყველაზე წარუმატებელი ფეხბურთელები  
 
გამოვყოთ საუკეთესოები:

ჟულიო სეზარი (ინტერი)
ბრაზილიელი მეკარე აპენინებზე ოთხი წელია ზედიზედ პირველობას არავის უთმობს

მაიკონი (ინტერი)
ლათინოამერიკელმა ათლეტმა დაცვის მარჯვენა ფლანგზე მთელი სეზონი დაუღალავად და თითქმის უშეცდომოდ ჩაატარა.33 სეხვედრაში 6 გოლი გაიტანა,რაც ფლანგის მცველისათვის შესაშური შედეგია.
ვალტერ სამუელი (ინტერი)

მუხლის ტრამვის შემდეგ იგი მალე დაბრუნდა საუკეთესოთა რიგებში.მას ადგილის შერჩევის საოცარი ალღო აქვს და კარგად ფლობს პატარ–პატარა საფეხბურთო ეშმაკობებს.მისი ყველაზე წარმატებული მატჩი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი იყო "ჩელსის" წინააღმდეგ,სადაც სამუელმა დიდიე დროგბას განძრევის საშუალება არ მისცა
ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი)

მიუხედავად იმისა,რომ მისმა გუნდმა კრახი განიცადა იგი მაინც მოხვდა სერია ა–ს საუკეთესო გუნდში.კიელინის გარეშე "ბებერი სინიორა" 6 მატჩიდან ხუთში დამარცხდა.

იონ არნე რისე (რომა)

რომაელთა რიგებში იგი უდავოდ გამორჩეული იყო,იგი ძალიან შრომისმოყვარე ფეხბურთელია.მის ანგარიშზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლიცაა
ხავიერ ძანეტი (ინტერი)
"ინტერის" სიმბოლოს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა,მან მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა და ისიც დისკვალიფიკაციის გამო.ფეხბურთელი,რომელსაც მალე 37 წელი შეუსრულდება როგორც მცველის ასევე ნახევარმცველის ფუნქციებსაც ითავსებდა
ესტებან კამბიასო (ინტერი)

ინტერის ნახევარმცველი განსაკუთრებით კარგად გაზაფხულზე გადამწყვეტ მატჩებში გამოიყურებოდა.სეზონის მანძილზე მას მოუწია დაშავებული სნეიდერის შეცვლა და ყოველთვის კარგად ართმევდა დავალებებს თავს და თავდამსხმელებს უთვალავი გადაცემებით ამარაგებდა.
დანიელე დე როსი (რომა)

"რომას" ვიცე კაპიტანმა 33 შეხვედრა ჩაატარა და მისი შეძენით "მანჩესტერ სიტი" და "რეალი" დაინტერესდა."კიევოს" კარში გატანილი მისი გოლი წლის საუკეთესო 5 გოლში შევიდა
რონალდინიო (მილანი)

2002 წლის მსოფლიოს საუეთესო ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ისევ დაბრუნდა თავისი შესანიშნავი ფინტებით და ქარიზმით,რისთვისაც შეიყვარა მაყურებელმა,იგი სერია ა–ში საგოლე გადაცემების რაოდენობით საუკეთესოა
ანტონიო დი ნატალე (უდინეზე)

29 გოლით სერია ა–ს ბომბარდირია და ამით ყველაფერი ნათქვამია
დიეგო მილიტო (ინტერი)

"ინტერის" წარმატების მთავარი ფიგურა.არავის გაუტანია იმდენი გადამწყვეტი და გამარჯვების გოლი რამდენიც მას.მან 7–ჯერ გაიტანა გადამწყვეტი გოლი,მათ შორის ერთი "სიენასთან" დასკვნით მატჩში და საერთო ჯამში სერია ა–სი მის ანგარიშზე 22 გოლია.დუბლის შესრულება მხოლოდ ერთხელ მოახერხა.
სეზონის იმედგაცრუება:
ალექსანდრე დონი (რომა)
მან მთელი სეზონი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
მასიმო ოდო (მილანი)
"ბაიერნიდან" სან სიროზე დაბრუნებუოლმა ფეხბურთელმა იმედები ვერ გაამართლა,მისი ადგილი გუნდში აბატემ დაიკავა
კახაბერ კალაძე (მილანი)
მისთვისაც ეს სეზონი წარუმატებელი აღმოჩნდა,სეზონის დასაწყისში ძირითად გუნდში იშვიათად ხვდებოდა,გაზაფხულზე კი სათადარიგო შემადგენლობასიც აღარ ჩნდებოდა.ლეონარდო მას არ ენდო
ფილიპ მექსე (რომა)
რანიერიმ მის ადგილას ბურდისო და ჟუანი დააყენა,ფრანგი მცველი კი სათადარიგო სკამზე დასვა.
დავიდ სანტონი (ინტერი)
მაურო კაორნეზი (იუვენტუსი)
ფილიპე მელო (იუვენტუსი)
დიეგო (იუვენტუსი)
რიკარდო კვარეჟმა (ინტერი)
მაურო სარატე (ლაციო)
ამაური (იუვენტუსი)
კატეგორია: ინტერული ამბები | დაამატა: inter (18.05.2010) | ავტორი: სერია ა_ს ყველაზე კარგები და ყველაზ
ნანახია: 961 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
1 inter  
0
flagitaly flagitaly flagitaly flagitaly flagitaly

Arapers jigar ... Mtavaria Ro Mogeconaaa

2 Vianca  
0
This has made my day. I wish all ptiosngs were this good.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter