კვირა, 28.04.2024, 11:40
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 26
  მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო, შესაძლოა, თანამდებობიდან გათავისუფლონ.
Corriere dello Sport-ის მიერ გავრცელებული ცნობით, თუ "ნერაძური” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავა, კლუბის პრეზიდენტი, მასიმო მორატი, ფეხბურთის პორტუგალიელ სპეციალისტს დაითხოვს. სწორედ ასეთი რეაგირება ჰქონდა შავ-ლურჯმაისურიანთა თავკაცს "ბარსელონასა” და "ინტერის” მატჩის (2:0) შემდეგ. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის შემდგომ ეტაპზე გასასვლელად, იტალიურმა კლუბმა საკუთარ მოედანზე უნდა დაამარცხოს რუსული "რუბინი”, თუმცა შესაძლოა, საყაიმო ანგარიშითაც მიეცეს ფლეი-ოფში ასპარეზობის გაგრძელების უფლება.
ამჟამად მილანის ინტერი ჯგუფში 6 ქულით მესამე ადგილზეა. ასევე 6 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება ყაზანის "რუბინი”, ხოლო ჯგუფს 8 ქულით "ბარსელონა” ლიდერობს. ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 782 | დაამატა: inter | თარიღი: 26.11.2009 | კომენტარი (6)

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა "ინტერის" მცველი დუგლას მაიკონი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელ უკანახაზელს ორი მნიშვნელოვანი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს - შინ "ფიორენტინასთან" და სტუმრად "იუვენტუსთან".
"ნერაძურის" შეფები იმთავითვე შეგუებულნი იყვნენ, მაიკონს დისკვალიფიკაცია რომ არ აცდებოდა, მაგრამ ისინი ყოველმხრივ ცდილობდნენ, სასჯელი რაც შეიძლება მინიმალური ყოფილიყო. მილანური კლუბის ხელმძღვანელთა ძალისხმევის მიუხედავად, აპენინური ფეხბურთის დისციპლინარებმა მაიკონის დანაშაული ორმატჩიანი უქმობით შეაფასეს და ბრაზილიელს "იუვესთან" თამაშის შანსი მოუსპეს.
შეგახსენებთ, რომ "ინტერის" სამხრეთამერიკელი უკანახაზელი სერია A-ს ბოლო ტურში ("ბოლონიასთან") გვერდითი მსაჯისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო მოედნიდან გააძევეს. თუმცა, თვით ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 1068 | დაამატა: inter | თარიღი: 26.11.2009 | კომენტარი (3)

მიმდინარე სეზონში, იტალიის სერია A-ში ყველაზე მეტი გულშემატკივარი, მოქმედი ჩემპიონის და ამჟამინდელი ლიდერის, მილანის "ინტერის” საშინაო მატჩებს ესწრება.
როგორც ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი იტყობინება, ჟოზე მაურინიოს შეგირდთა მიერ ჩემპიონატში გამართულ 13 შეხვედრას, სტადიონზე საშუალოდ 51300 მაყურებელი დაესწრო. ამ მაჩვენებლით, მეორე ადგილზე - "მილანია”, რომლის მიერ საკუთარ მოედანზე ჩატარებულ მატჩებს ტრიბუნიდან თვალს 44100 გულშემატკივარი ადევნებს. მესამე პოზიცია "ნაპოლის” (41050) უკავია, შემდეგ კი, "რომა” (35600) და "ლაციო” (34700) მოდიან.
ნანახია: 791 | დაამატა: inter | თარიღი: 26.11.2009 | კომენტარი (3)

საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter