ოთხშაბათი, 15.05.2024, 07:26
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » თებერვალი » 07




ინტერის კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ "რომასთან" გამარჯვების შემდეგ (5:3) განაცხადა, რომ სერია ა–ში ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა. მან თანაგუნდელებს მოუწოდა, რომ მხოლოდ საკთარ თამაშზე იყვნენ კონცენტრირებულები.
ნანახია: 647 | დაამატა: interelia | თარიღი: 07.02.2011 | კომენტარი (7)




საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ჯენოას ცენტრალური მცველი, კახა კალაძე მილანთან (1:1) საკუთარი თამაშით კმაყოფილია და თვლის, რომ გენუელებმა ასპარეზობა მომავალშიც მსგავსი სულისკვეთებით უნდა გააგრძელონ.
ჩვენ დიდი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით, რომელშიც დიდი ფეხბურთელები გამოდიან. იბრაჰიმოვიჩი, პატო, რობინიო – მსოფლიოში უძლიერესი თავდასხმის ხაზია. ჩვენი მიზანი მათი ბლოკირება იყო და წარმატებას ძალიან მძიმე შეხვედრაში მივაღწიეთ. ასე უნდა გავაგრძელოთ. საკუთარი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. ჩვენ კარგი სამუშაო გავწიეთ და ეს სატურნირო ცხრილშიც წაგვადგება. მეტოქისთვის არც ერთი სანტიმეტრი არ დაგვითმია და მომავალშიც ასე უნდა ვითამაშოთ. "ჯენოას” მაისურით თამაშით კმაყ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 735 | დაამატა: inter | თარიღი: 07.02.2011 | კომენტარი (6)




ინტერის გოლკიპერი, ჟულიო სეზარი გუნდის ახალ შესაძლებლობებზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ კლუბი თავის ტიტულს შეინარჩუნებს.

სეზონის წარუმატებლად დაწყება, მწვრთნელის შეცვლა გუნდის ცუდი შედეგის წინაპირობა გახდა. ახლა კი ფეხბურთელები ახალი ძალით აპირებენ დაიცვან ტიტული და ბოლომდე იბრძოლონ მოგებისთვის:

როგორც იქნა თამაში დავიწყეთ ისე, როგორც შეგვეფერება. იმედი მაქვს უკვე ძალიან მალე მილანს დავეწევით დაცხრილში სათანადო ადგილს დავიკავებთ.

რომასთან გამარჯვებამ თავდაჯერებულობა შეგვმატა  რაშიც თავისი წვლილი ლეონარდომაც შეიტანა.


ნანახია: 602 | დაამატა: inter | თარიღი: 07.02.2011 | კომენტარი (3)





ამ გუნდებს შორის "სან სიროზე" გამართულ წინა სამივე შეხვედრაში შედეგიანი ფრე დაფიქსირდა. გულშემატკივარი მათგან გოლებს კვირასაც ელოდა და ფეხბურთელებმაც ისე მოინდომეს, რომ შეიძლება ითქვას, გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს.
შეხვედრის დებიუტში, ანგარიში სნეიდერმა საჯარიმოს წინა ხაზიდან გატანილი ეფექტური გოლით გახსნა. წონასწორობა მალევე აღდგა - მე-13 წუთზე, "რომას" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, სიმპლისიომ კასეტის ჩაწოდებით ისარგებლა და თანამემამულე ჟულიო სეზარს ახლო მანძილიდან გაუტანა - 1:1. შემდეგ კი მეკარეების ჯერი დადგა. განსაკუთრებით ბევრი სამუშაო "ინტერის" კიპერს ჰქონდა, რომელმაც ბორიელოსა და ვუჩინიჩის ურთულესი დარტყმები მოიგერია, ხოლო ჟუ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 683 | დაამატა: interelia | თარიღი: 07.02.2011 | კომენტარი (13)





დღეს დილით, ბრაზილიაში, "კორინთიანსის” საკუთრებაში მყოფი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვილიამ მორაიში მოკლეს. 19 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომელიც "ამერიკაში” თამაშობდა არენდის წესით, ყაჩაღების მსხვერპლი გახდა. ბოროტმოქმედები მორაიშს თავს იმ დროს დაესხნენ, როდესაც იგი სახლში ბრუნდებოდა. ფეხბურთელმა თავდამსხმელებისგან თავის დაღწევა სცადა, მაგრამ მას ზურგში რამდენჯერმე ესროლეს, რამაც ბრაზილიელის სიკვდილი გამოიწვია. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილები უკვე დაკავებულები არიან.
ნანახია: 644 | დაამატა: interelia | თარიღი: 07.02.2011 | კომენტარი (6)

საიტის მენიუ
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter