გუშინ ბარსელონამ ბილბაოში ფრე 1 1 ითამაშა და პირველობა მადრიდის რეალს დაუთმო, რომელმაც ანგარიშით 1 0 სანტანდერის რასინგს სძლია. მაგრამ ყველაზე არასასიამოვნო ამბავი ლიონელ მესის ტრავმაა, რომელმაც მარცხენა ფეხი იტკინა. დღეს მესის გამოკვლევა ჩაუტარდება იმის დასადგენად თუ რამდენად სერიოზულია დაშავება. მედიკოსებმა ამ კვირას მილანის ინტერთან გასამართ შეხვედრაში უკვე გამორიცხეს არგენტინელის ასპარეზობა. კატალუნიელები სულმოუთქმელად ელოდებიან გამოკვლევის შედეგებს რამდენათაც ზუსტად ერთ კვირაში კამპ ნოუ ელ კლასიკოს უმასპინძლებს.
|