ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დუნგა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე "კორინთიანსის” ფორვარდის, რონალდოს წაყვანას არ აპირებს. როგორც Transfermarketweb-ი იუწყება, დუნგა აცხადებს, რომ იგი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ბრაზილიის ეროვნული გუნდის შემადგენლობის ფორმირებას და ამ საკითხში ფანებისა და მასმედიის მოსაზრებებს ვერ გაიზიარებს. ბრაზილიელთა თავკაცი მიიჩნევს, რონალდოს ამჟამინდელი ფორმა, სანაკრებო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და 33 წლის ფეხბურთელს ბევრი მუშაობა მართებს, რათა სამწვრთნელო შტაბს მუნდიალისთვის თავისი მზადყოფნა დაუმტკიცოს.
|