მილანის "ინტერს" ბრაზილიელი თავდამსხმელის, ალან კარდესის გადაბირება სურს. 20 წლის ფორვარდის სატრანსფერო უფლებები "ვასკო და გამას" ეკუთვნის, თუმცა გასულ სეზონში კარდესმა "ინტერნასიონალში" იასპარეზა. ფეხბურთელის სავარაუდო ფასი ჯერჯერობით უცნობია, იტალიურ პრესაში კი უკვე საუბრობენ იმაზე, რომ მაურინიო მას ბალოტელის შემცვლელად მოიაზრებს.
|