მიმდინარე სეზონში, იტალიის სერია A-ში ყველაზე მეტი გულშემატკივარი, მოქმედი ჩემპიონის და ამჟამინდელი ლიდერის, მილანის "ინტერის” საშინაო მატჩებს ესწრება. როგორც ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი იტყობინება, ჟოზე მაურინიოს შეგირდთა მიერ ჩემპიონატში გამართულ 13 შეხვედრას, სტადიონზე საშუალოდ 51300 მაყურებელი დაესწრო. ამ მაჩვენებლით, მეორე ადგილზე - "მილანია”, რომლის მიერ საკუთარ მოედანზე ჩატარებულ მატჩებს ტრიბუნიდან თვალს 44100 გულშემატკივარი ადევნებს. მესამე პოზიცია "ნაპოლის” (41050) უკავია, შემდეგ კი, "რომა” (35600) და "ლაციო” (34700) მოდიან.
|