მილანური ინტერის ყოფილმა მწვრთნელმა რობერტო სენსაციური რამ განაცხადა - მისი თქმით იგი შეიძლება მალე ვიხილოთ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე..."მე - ყველაზე რეალური კანდიდატი ვარ რეალის მომავალი მწვრთნელობისათვის. თანაც რეალის და ჩემი სახელის ინიციალები ხომ ერთნაირია - რ.მ" - მანჩინის ამ განცხადებას ფრანგული გამოცემა El Pais ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინია, რომელსაც საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს სამეფო გუნდის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესისგან, ამ უკანასკნელმა თავის ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ პელეგრინის ბოლომდე ენდობიან და მის გაშვებას არ აპირებენ, სწორედ ამის გამოა რობერტო მანჩინის ზემოთ აღნიშნული განცხადება მოულოდნელი. აქვე გეტყვით, რომ ჩილელ სპეციალისტს რეალთან 2 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.
|