მილანის ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ "ბოლონიასთან" გამარჯვების შემდეგ განსაკუთებით მარიო ბალოტელის თამაში აღნიშნა. ჟოზე მოურინიო: კარგად ვითამაშეთ, აუღელვებლად და სერიოზული პრობლემების გარეშე მოვიგეთ. მინდა განსაკუთრებულად მარიო ბალოტელის თამაში აღვნიშნო, მან ერთი მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ შეცდომა სულ მალე გამოასწორა. რაც შეეხება შეცვლას, მას გაფრთხილება ჰქონდა და არ მინდოდა წითელი ბარათი მიეღო, ფეხბურთში ხომ ყველაფერი ხდება", – აღნიშნავს მაურინიო.
შეგახსენებთ რომ, მილანის ინტერმა შაბათს გასვლაზე დაამარცხა "ბოლონია" და ლიდერობა გაიმყარა მატჩი, რომელმაც გახსნა იტალიის მე 13 ტური დამთავრდა ჟოზე მაურინიოს შეგირდების გამარჯვებით 1-3, გოლებით თავი გამოიჩინეს, დიეგო მილიტომ, მარიო ბალოტელიმ და ესტებან კამბიასომ. მაიკონმა კი მატჩის მიწურულს წითელი ბარათი მიიღო და 29 ნოემბერს ინტერს დააკლდება მეტად უმნიშვნელოვანეს მატჩში "ფიორენტინას" წინააღმდეგ.
|