ლივერპულის ხელმძღვანელობა ინტერის ნახევარმცველით პატრიკ ვიეირათი დაინტერესდა. ფრანგი ვეტერანი უკმაყოფილოა ინტერში თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით, ამიტომ თანდათან უფრო და უფრო მუსირებს აზრი, რომ 33 წლის ნახევარმცველი უახლოეს მომავალში შეცვლის კლუბს.მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ფეხბურთელმა ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ სეზონის ბოლომდე არსად გადასვლას არ აპირებს, ჭორები რომ ვიეირა დატოვებს მილანს არ ცხრება. როგორც ბრიტანული გამოცემა The Irish Independent იუწყება, გამოცდილი ფეხბურთელით სერიოზულადაა დაინტერესებული რაფაელ ბენიტესი და სავარადოა რომ უახლოეს მომავალში პატრიკ ვიეირა ლივერპულის წევრი გახდება.
|