ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ მისი დაზიანება არ არის ისეთი სერიოზული როგორიც ბევრს ეგონა. 25 წლის ნახევარმცველს არ მოუწევს რამოდენიმე კვირის გამოტოვება, ის უკვე სერია ა-ს შემდეგ ტურში შეძლებს თამაშს, რომელშიც მისი გუნდი პარმას ეთამაშება. აი ოთხშაბათს გასამართ შესარჩევ მატჩში მონაწილეობა კი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ვესლი სნეიდერი ეხლა თავს კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ ხვალ შოტლანდიასთანაც ვითამაშებ. ჟოზე მაურინიოს ნაკრებში გაშვების თაობაზე უკვე ვესაუბრე, მან მითხრა, რომ თუ თუ ტრავმა არ შემაწუხებს, ვალდებულიც კი ვარ ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო - განაცხადა მილანის ინტერის ახალწვეულმა.
ნანახია:
883
|
დაამატა:
inter
|
თარიღი:
08.09.2009
|