Super Deporte-ს თანახმად, დავიდ სილვასთვის რბოლაში რაფაელ ბენიტესის ინტერიც ჩაება. "ნერიაძურის" მთავარი კონკურენტები ლონდონის ჩელსი და მანჩესტერ სიტი არიან, რომლებმაც უკვე შესთავაზეს ვალენსიას 30 მილიონი ევრო და უარიც მიიღეს. აგრეთვე ესპანურ პრესაში ხშირად იწერება ესპანური გიგანტების დაინტერესების შესახებ, თუმცა თავად სილვა არ აკეთებს კომენტარს თავისი მომავლის შესახებ.
ბენიტესი ჯერ კიდევ ლივერპულში ყოფნისას ცდილობდა ესპანელის გადმობირებას, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ მას არ გამოუყო საკმარისი თანხმა სილვას შესაძენად. ბენიტესის წასვლის მთავარი მიზეზი ხომ სწორედ არასაკმარისი ფულადი რესურსები იყო კლუბის გასაძლიერებლად.
|