კვირა, 05.05.2024, 10:41
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2010 » ივნისი » 19
 
 

ITA Sport Press-ს ცნობით, მილანის "ინტერმა" ხავიერ მასკერანოს გადაბირების საკითხთან დაკავშირებით ქმედითი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო და ფეხბურთელის აგენტთან გამართული მოლაპარაკებების პირველი ნაწილიც წარმატებით დასრულდა.

მარკო პიკოლის (მასკერანოს აგენტი) განცხადებით, "ნერაძური" მის კლიენტს საკმაოდ კარგ პირობებს სთავაზობს და ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიასაც ჰპირდება. ახლა მთავარი თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილებაა, რომელიც არასდროს მალავდა, რომ რაფაელ ბენიტესის დიდი თაყვანისმცემელია და მის ხელმძღვანელობით სურს კარიერის გაგრძელება.
ნანახია: 705 | დაამატა: inter | თარიღი: 19.06.2010 | კომენტარი (6)

 
 

მილანის "ინტერი" რომ სატრანსფერო ბაზარზე შესამჩნევად გააქტიურდა, ეს არახალია. უკანასკნელი ინფორმაციით, "ნერაძური" ბრაზილიის ნაკრების ორი ფებხბურთელით აპირებს გაძლიერებას. საუბარია "ბარსელონას" მცველ დანი ალვეშისა და "ლიონელი" მიშელ ბასტოსის გადაბირებაზე.

ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ცნობით, "ინტერის" წარმომადგენლები უკვე სამხრეთ აფრიკაში იმყოფებიან და ფეხბურთელების აგენტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. აქვე "ინტერის" დაცვით ხაზთან დაკავშირებული სიახლეების მუდმივი თანმდევი ცნობაც, ალვეშის მილანური საგა, სავარაუდოდ, მხოლოდ "ლურჯების" რიგებიდან ასევე ბრაზილიელი მაიკონის წასვლის შემდეგ დაიწყება, ამ ტრანსფერის განხორციელების ალბათობა კი როგორც იცით, საკმაოდ დიდია.
... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 677 | დაამატა: inter | თარიღი: 19.06.2010 | კომენტარი (5)

საიტის მენიუ
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter