ინტერ დაცვის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი
ინტერს სურს სატრანფერო ფანჯრის დახურვამდე მარცხენა მცველის შეძენა და ამ მხრივ ყველაზე კარგ კანდიდატად მოიაზრება ხუან მანუელ ვარგასი, რომელიც ფიორენტინაში ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მასიმო მორატი აცხადებდა, რომ კლუბს მარცხენა მცველი სჭირდება თუმცა ეს თემა ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. მილანურ კლუბთან აკავშირებდნენ ბასტოტს, მაგრამ მასში დიდი თანხის გადახდა იქნება საჭირო, ამიტომ ყველაზე რეალურ კანდიდატად ისევ ვარგასი მოიაზრება.
|