ბრემენის "ვერდერის” თავდამსხმელ მარკო არნაუტოვიჩს გუნდის დატოვება შესაძლოა უკვე მისვლიდან ერთ თვეში მოუწიოს, ეს სენსაციური ცნობა goal.com-მა გაავრცელა. "მუსიკოსების” ხელმძღვანელობა მისი ვარჯიშის და ამხანაგური თამაშების მიმართ დამოკიდებულით უკმაყოფილოა და ახალწვეულის გაყიდვას სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე აპირებს.შეგახსენებთ, რომ არნაუტოვიჩი ბრემენში ივლისში "ტვენტედან” გადავიდა. გასული წელი კი არენდის წესით მილანის "ინტერში” გაატარა, თუმცა იქ ჟოზე მაურინიოსთან არსებული პრობლემების გამო, ფაქტობრივად არ უთამაშია. "ვერდერის” ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს უკვე წაუყენა ულტიმატუმი, ან დამოკიდებულებას შეიცვლი, ანაც გუნდის დატოვება მოგიწევსო.