ფიფამ 2010 წლის საუკეთესო მწვრთნელად პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო, დაასახელა.მსოფლიო ფეხბურმა და მისმა წარმომადგენლობამ პორტუგალიელი აღიარეს 2010 წელს მილანის ინტერთან ერთად მოპოვებული გამარჯვებების გამო.
სწორედ მოურინიოს თავკაცობით მოიგო ინტერმა სერია ა, კოპა იტალია და ჩემპიონთა ლიგა 2009/10 სეზონში.
ეს ასევე გახლდათ პირველი შემთხვევა, როცა იტალიურმა გუნდმა სამმაგი გამარჯვების მოპოვება შეძლო.
2010 წლის ზაფხულში პორტუგალიელმა დატოვა ინტერი და მადრიდის რეალს ჩაუდგა სათავეში. იგი წარმატებით გამოდის ახალ კლუბშიც და ინარჩუნებს შანს კვლავაც გაიმეოროს იგივე შედეგი.