ალექსის სანჩესს ინტერში თამაში უნდა
როგორც "La Gazzetta Dello Sport" იუწყება "უდინეზეს" ნახევარმცველი ალექსის სანჩესი კლუბის ხელმძღვანელობას მის ინტერში გაშვებას სთხოვს. გამოცემის ცნობით ოთხშაბათს იტალიაში ჩამოვა ფეხბურთელის აგენტი ფერნარდო ფელიცევიჩი და შეეცდება დაარწმუნოს "უდინეზეს" ხელმღვანელობა სანჩესის გაშვებაზე. მანამდე კლუბის სპორტულმა დირექტორმა ორჯერ უარით გაისტუმრა მილანელები, განუცხადეს რა, რომ ისინი ჩილელი ფეხბურთელის გაყიდვას მინიმუმ ზაფხულამდე არ აპირებენ. სავარაუდოა, რომ ტრანსფერის ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.