ფლორენციის "ფიორენტინას” თავკაცი სინიშა მიხაილოვიჩი უახლოეს დღეებში მილანის "ინტერს” ჩაიბარებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, სერბმა მწვრთნელმა მილანურ კლუბთან კონტრაქტის წინასწარი დეტალები უკვე შეათანხმა, საბოლოოდ კი, საკითხს ნათელი ორ-სამ დღეში მოეფინება.
აღნიშნული გაზეთის ინფორმაციით, მიხაილოვიჩი "ინტერთან” ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ამჟამად, სინიშა ფლორენციელებთან ურთიერთობის მოგვარებითაა დაკავებული, რომლებთანაც კონტრაქტის ვადა 2012 წელს ეწურება.
...
კითხვის გაგრძელება »