გუშინ მსოფლიო მაშტაბით ჩატარებული საფეხბურთო მატჩების გმირად "ინტერის" არგენტინელი თავდამსხმელი დიეგო მილიტო მოგვევლინა, მან დაუმარცხებელ "იუვენტუსს" ორი გოლი გაუტანა. ერთი საინტერესო სტატისტიკა - მილიტოს მე-2 გოლი იყო რიგით 880-ე, რომელიც არგენტინელმა ფეხბურთელებმა სერია A-ში 21-ე საუკუნეში გაიტანეს. ბრაზილიელების აქტივში ერთით ნაკლები, 879 ბურთია. 881-ე გოლიც წუხელ მეორე არგენტინელმა როდრიგო პალასიომ გაიტანა.
"იუვეს" სწრაფმა გოლმა ცოტა არ იყოს დაგვაბნია მაგრამ მალევე მოვედით გონზე და ცოტაც "გავბრაზდით" მეტოქეს შევუტიეთ და შედეგიც სახეზეა, მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გავუტანეთ".
მასიმო მორატი: "მე-17 წამის შემდეგ ვღელავდი ცუდად დაწყებული თამაში გამო, შემდეგ, როდესაც ვნახე რომ თამაშგარედან გაგვიტანეს, ვიფიქრე, რომ ეს იგივე ძველი ისტორია იყო. ჩვენმა ფეხბურთელებმა ბრწყინვალე თამაშით საკადრისი პასუხი გასცეს უსამართლობას."
"სტამას არ ჭირდება მაურინიოსთან შედარება: ის უბრალოდ შეუდარებალია. მე ვიცოდი, რომ ის აპირებდა 3 ფორვარდით თამაშს. ეხლა ბედნიერი ვარ, რადგან რაც თავიდან ჩანდა როგორც გარდამავალი პერიოდის ეტაპი, ეხლა საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება."
დიეგო მილიტ: მატჩის გმირი. 8 "პრინცი" შეუდარებელი იყო მოედანზე, მას მუდმივად ეუხეშებოდნენ მაგრამ მსაჯმა ერთი ყვითელის მეტი ვერ გაიმატება მოძალადეების შესაჩერებლად, ვერც "იუვეს" ფეხბურთელებმა შეაჩერეს მილიტო და ორი გოლით დაასაჩუქრა ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი. პირველი გოლი თავისივე მოპოვებული პენალტით გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, მეორე გოლი კი გუარინის ბრწყინვალე დარტყმულს და ბუფონის უკუგდებულ ბურთს დაამატა და "ინტერი" ანგარიშში წინ გაიყვანა. მატჩის გმირი სტრამამ 79 წუთზე მუდინგაით შეცვალა.
გუარინის აქტიურობას მოყვა მილიტოს მეროე გოლი "ჯუვეს: კარში.
"მოედანზე, რომ შევდიოდი მწვრთნელმა მითხარ, რომ რაც შეიძლებოდა უფრო ახლოს მიმეტანა ბურთი "ჯუვეს" საჯარიმოსთან და შედეგი განვითარების ვითარება ჩემით გადამეწყვიტა, მაგრამ ბურთის "ჯუვეს" საჯარიმოს სიახლოვეს რომ აღმოვჩნდი, ბევრი არ მიფიქრია ისე დავარტყი ბუფონის კარის მიმართულებით, არ გამიმართლა და ბუფონმა მოიგერიამაგრამ ჩვენდა სასიხარულოდ მილიტომ ბრწყინვალედ ითამაშა დასწრებაზე და ანგარიში უკვე ჩვენ სასარგებლოდ იყო 1-2. ჩევნ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ".
ჩვენ ბევრი ვიშრომეთ და დაგვიფასდა კიდევაც ეს შრომა. ეს იყო სტრამას პირველი სიტყვები თამაშის დამთავრების შემდეგ.
"შეცდა არბიტრი და ამით "იუვეს" საქმე გაუდვილა მაგრამ ჩევნ ბრძოლის ჟინი გამოვავლინეთ და დამსახურებული 3 ქულა ჩავიწერეთ საკუთარ აქტივში. დარწმუნებული ვიყავი, უსამართლოდ მიღებული გოლის მერე ჩემი ბიჭები ფსიქოლოგიურად არ გატყდებოდნე და ფარ-ხმალს არ დაყრიდნენ, ჩვენ ამ ყველაფერისთვის მზად ვიყავი, რაც ყველამ დაინახა ვინც თამაშს უყურა.