მთავარი » 2013 » მარტი » 23

”ინტერის” ახალგაზრდა 20 წლის ფეხბურთელმა ფელიჩე ნატალინომ გაიკეთა გულის ოპერაცია, მას ქონდა არითმია, რომელმაც ხელი შეუშალა მის კარიერას . მისი დებიუტი ”ინტერში” 18 წლის ასაკში შედგა, ბოლო მატჩი კი ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა, ფეხბურთელს დაემართა გულის შეტევა და სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს ნატალინოს დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.
|
”ინტერის” ახალგაზრდა ნახევარმცველმა მატეო კოვაჩიჩმა გუშინ პირველი შეხვედრა ჩაატარა ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში, კოვაჩიჩმა იმდენად დამაჯერებლად და კარგად ითამაშა, რომ მწვრთნელმა 90 წუთი დატოვა მოედანზე. თამაშის შედეგ კოვაჩიჩმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
მე ძალიან ბედნიერი ვარ, ეს ჩემი პირველი თამაშია ეროვნულ ნაკრებში.
|
შეგახსენებთ რომ ”ინტერი” ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე აპირებს თავდასხმის გაძლიერებას და ერთერთი კანდიდატურაა ”მანჩესტერ სითის” თავდამსხმელი ედინ ძეკო.
როგორც იტალიური პრესა იუწყება ”ინტერი” უკვე დაუკავშირდა ”სითის” და მალე მოლაპარაკებები დაიწყება. ”ინტერი” ასევე დაინტერესებული იყო სანჩესით, რომელმაც განაცხადა, რომ ”ბარსელონაში” დარჩენა სურს და ეს ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა რომ განხორციელდეს.
|

დღეს ვალტერ სამუელის დაბადების დღეა, 35 წლის გახდა ჩვენი ბებერი მგელი. არგენტინის ნაკრებში იგი 1999 წლიდან ასპარეზობს, ამ დროის განმავლობაში მან 56 მატჩი ჩაატარა მშობლიური ნაკრების მაისურით.
| |
|
|