ხუთშაბათი, 25.04.2024, 04:09
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » მაისი » 24


 იტალიურმა პრესამ ეს წუთია გაავრცელა ცნობა მილანის "ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეა სტრამაჩიონის გათავისუფლების შესახებ.

ფეხბურთის 37 წლის სპეციალისტს "ნერაძურის” დატოვება ერთწლიანი მუშაობის შემდეგ მოუწია.

 ახალგაზრდა მწვრთნელს "ინტერის” სპორტულმა დირექტორმა მარკო ბრანკამ გუშინ სატელეფონო საუბრისას ამცნობა მისი გათავისუფლების შესახებ. აღნიშნულის მიზეზი სერიას A-ს არასახარბიელო შედეგით დასრულება გახდა. მოგეხსენებათ, "ნერაძურიმ” მე-9 პოზიცია 6 ფრით, 16 მოგებითა და ამდენივე მარცხით დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ სტრამაჩიონიმ კლაუდიო რანიერი გასული წლის 26 მაისს ჩაანაცვლა.

 არაა გამორიცხული, რომ ანდრეას მემკვიდრე ვალტერ მაცარი იყოს, რომელმაც "ნაპოლი” სეზონის უკანასკნელი მატჩის დასრულების შემდეგ დატოვა.

ნანახია: 701 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 24.05.2013 | კომენტარი (7)




შეგახსენებთ, რომ ”ნაპოლის” მცველი უგო კამპაგნარო მომავალი სეზონიდან ინტერის რიგებსი იასპარეზებს, არგენტინელმა უკვე გააფორმა ინტერთან ორწლიანი კოტრაქტი. უგო დღეს თვითერის საშუალებით საკუთარ გულშემატკივარს და კლუბს დაემშიდობა:

მინდა მივესალმო იმ ხალხს ვინც "ნაპოლის" გულშემატკივარია და ამ გუნდში თამაშის დროს მათგან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი.შეიძლება ჩემი სხვა კლუბში გადასვლით გაღიზიანდეთ და გამაკრიტიკოთ, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ მე ყოველთვის მადლობელი ვიქნები თქვენი, ”ნაპოლში” 4 საოც ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 646 | დაამატა: wesleysneijder | თარიღი: 24.05.2013 | კომენტარი (11)




”ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ ის ”ინტერის” ახალი მწვრთნელის სახელს კვირის ბოლოს იტყვის და არა გამორიცხული ეს ხვალ შაბათსაც განაცხადოს:

ბატონო პრეზიდენტო კვირის ბოლოსყველაფერს გვეტყვით?

დიახ..დიახ, ასე ვფიქრობ.. ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 712 | დაამატა: wesleysneijder | თარიღი: 24.05.2013 | კომენტარი (4)




შეგახსენებთ, რომ ინტერმა უკვე გაანთავისუფლა მთავარი მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩიონი, ეს ყველაფერი ოფიციალურად დაადასტურა იტალიის სატრანსფერო ექსპერტმა ჯანლუკა დი მარციომ რომ ბრანკამ უკვე დაურეკა სტრამაჩიონის გუშინ ღამით და უთხრა რომ ის ინტერში აღარ იმუშავებს. ინტერის შემდეგ მწვრთნელად ვალტერ მაცარი მოიაზრება და საკმაოდ რეალურია მისი მოსვლა ინტერში რადგან მაცარიმ უკვე დატოვა ნაპოლში მწვრთნელის პოსტი. როგორც ვიცით მაცარის ტაქტიკა 3-5-2-ია თქვენი აზრით გააფართლებს ეს სქემა ინტერში?
ნანახია: 830 | დაამატა: wesleysneijder | თარიღი: 24.05.2013 | კომენტარი (12)




შეგახსენებთ, რომ დიდი ხანია ”ინტერი” დაინტერესებულია ”კორინთას” ნახევარმცველით პაულინიოთი რომელიც კლუბის დატოვებას არ აპირებდა, ამიტომ ”ინტერს” ბევრჯელ უთხრა უარი და ტრანსფერი ჩაშალა. დღეს კი ყველაფერი პირიქითაა პაულინიოს ”ინტერში” გადაბარგება სურს ”ინტერი” კი ჯერ-ჯერობით დუმს. პაულინიოს ”ინტერში” გადაბრგებას არა მხოლოდ ”კორინთას” მთავარი მწვრთნელი არამედ მისი თანაგუნდელებიც ურჩევენ პირველად ეს ”მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა რომელიც დღეს ”კორინთაში” ასპარეზობს  ალესანდრო პატომ გააკეთა, ახლა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 707 | დაამატა: wesleysneijder | თარიღი: 24.05.2013 | კომენტარი (3)


 ”ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ გუნდიდან დაითხოვა მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩონი. ამ ინფორმაციას ”გაზეტა დელო სპორტი” ავრცელებს.
 
როგორც ირკვევა, პრეზიდენტი მწვრთნელს შეხვდა და უთხრა, რომ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გუნდი უნდა დატოვოს. ”ნერაძური” მწვრთნელთან განშორების თაობაზე ოფიციალურად უახლოეს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.
 
დასრულებულ სერია ა-ში მილანურმა გრანდმა მეცხრე ადგილი დაიკავა და ევროთასების საგზურის გარეშე დარჩა. მორატის მოთმინების ფიალა კი მაშინ აივსო, როცა ბოლო ტურში ”ინტერი” საკუთარ მოედანზე განადგურდა ”უდინეზესთან” (2:5). იტალიური პრესის ცნობით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ”ინტერში” სტრამაჩონის ”ნაპოლიდან” წასული ვალტერ მაძარი შეცვლის.

ნანახია: 718 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 24.05.2013 | კომენტარი (9)


 "მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები შესაძლოა უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ინტერის” მცველის გადაბირებას ეცადონ.

25 წლის ფეხბურთელისთვის, მიმდინარე სეზონი საუკეთესო არ ყოფილა, იმის გათვალისწინებით, რომ მას ბევრი დაზიანება ჰქონდა და "ნერაძურიმ” იტალიის ჩემპიონატში მეცხრე ადგილი დაიკავა.
Talk Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დევიდ მოიესი ანდ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 648 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 24.05.2013 | კომენტარი (8)




შეგახსენებთ, რომ ”ინტერი” სერიოზულად იყო ”კატანიას” ნახევარმცველით ალეხანდრო გომესით დაინტერესებული, მაგრამ არგენტინელის ტრანსფერი ძალიან გართულდა, იმიტომ რომ ”კატანია” ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონზე მეტს ითხოვს ეს კი ”ინტერს” ნამდვილად არ აწყობს. ამის გამო ”ინტერი”  ”ატლანტას” ნახევარმცველის იტალიელი ჯაკომო ბუენავენტურას ტრანსფერზე გადაერთო. როგორც იტალიური პრესა იუწყება 23 წლის იტალიელის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ნანახია: 650 | დაამატა: wesleysneijder | თარიღი: 24.05.2013 | კომენტარი (4)

საიტის მენიუ
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter