ესპანური გაზეთების ცნობით მოურინიო დიდი ალბათობით რეალს ზაფხულში დატოვებს, მაგრამ არა ცნობილი თუ სად გააგრძელებს ის კარიერას. ესპნალეი ჟურნალისტების თქმით მოურინიო ”ინტერში” აუცილებლად დაბრუნდება ეს როდის მოხდება არავინ იცის, მაგრამ მისი დაბრუნება იტალიურ გრანდში გარდაუვალია, რადგან მისი ინტერისადმი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია, მოურინიო ყოველთვის აღნისნავს რომ ის ინტერისაა.
მოურინიოს ძალიან უყვარს თავისუფლება, ასეთი თავისუფლება კი მას იტალიურ გრანდში ქონდა, აღსანიშნავია მისი დამოკიდებულება თავად კლუბის მფლობელთან მასიმო მორატისთანაც, მათ დღემდე აქვთ სატელეფონო კავშირი. თავად მოურინიო არასდროს მალავს ”ინტერისადმი” დიდი სიყვარულს და ნოსტალგიას. პორტუგალიელმა ბევრჯელ აღნიშნა რომ ”ინტერი” აცრემლებულმა დატოვა და კლუბიდან წამოსვლის შემდეგ ბევრჯელ უტირია, მოურინიომ ისიც აღნიშნა, რომ ინტერში აუცილებლად დაბრუნდება და კლუბში ძალიან დიდიხანს დარჩება.
დღეს ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასიმო მორატიმ გადადგა პირველი ნაბიჯი მოურინიოს ”ინტერში” დასაბრუნებლად, მაგრამ ეს ინფორმაცია არცერთი ოფიციალური პირისგან არ დაზუსტებულა.