პარმას და ინტერის ყოფილი თავდამსხმელი ადრიანო, რომელიც ამჟამად ბრაზილიურ ფლამენგოში გამოდის, იტალიაში დაბრუნებაზე ალაპარაკდა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე სამშობლოდან წასვლას გამორიცხავს.
პარმაში დაუვიწყარი წლები გავატარე, სწორედ იქ ვიქეცი ფეხბურთელად, რომელზეც მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, მაგრამ სამწუხაროდ ამ გუნდში ჩემი დაბრუნება ალბათ გამორიცხულია. სამაგიეროდ სერიოზულად ვფიქრობ მეორე იტალიური გუნდის, "პალერმოს" მაისურის მორგებაზე, რომელიც ჩემით თავად დაინტერესდა. მიუხედავად იმისა, რომ მაისამდე, ანუ იქამდე, სანამ "ფლასთან" კონტრაქტი მაკავშირებს, ჩემი ბრაზილიიდან წასვლა გამორიცხულია, მომავალ სეზონში დიდი შანსია "პალერმოში" მიხილოთ", - აცხადებს იმპერატორი.
|