დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალექსი სანჩესმა შეიძლება გუნდი დატოვოს. 24 წლის ფეხბურთელის შემდეგი ნაბიჯი შეიძლება "ინტერი" იყოს. თუმცა ჩილელი ფეხბურთელის აგენტმა ეს ყველაფერი უარყო.
"ჩვენ არცერთ კლუბთან არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. ინტერთან შეთანხმება სიცრუეა, იგივე ეხება იუვენტუსსაც. ალექსი ჯერჯერობით კლუბის დატოვებას არ აპირებს. ახლო ის მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრობს " - განაცხადა აგენტმა.
შეგახსენებთ რომ ინტერი მის გარდა კიდევ ორი კატალონიელი ფეხბურთელით ინტერსდება, საუბარია მონტოიაზე და ალექსანდრ სონგზე, ვნახოთ ამ ორის შემთხვევაში რა მოხდება, თუ ინტერი რეალურად ვერ მოახერხებს სანჩესის დამატებას არსებობს სხვა ალტერნატიური გზებიც, მაგ:ანხელ დიმარია და დიამანტი. ორივე მათგანი შესაძლოა მილანურ კლუბში აღმოჩნდეს, ჩილელის შემთხვევაში ჯერ მაინც არაფერია დასრულებული.