როგორც tuttomercatoweb-ი იტყობინება ალბერტო აკვილანი შესაძლოა მომდევნო სეზონიდან ბენიტესთან ერთად მილანის ინტერში ვიხილოთ. რომას ყოფილი ნახევარმცველი ლივერპულში შარშან 20 მილიონ ევროდ გადავიდა. ტრავმის გამო იტალიელმა სეზონის ნახევარი გამოტოვა, დარჩენილ ნაწილში კი ძირითადად შეცვლაზე შედიოდა. წყაროს თანახმად მილანელები აკვილანის შესაძენად დაახლოებით იმის ნახევარს გადაიხდიან რაც მერსისაიდულმა კლუბმა გადაუხადა რომას. ჟურნალისტების თანახმად რაფასა და ალბერტოს ერთად ხილვა ინტერში საინტერესო იქნება, რამდენათაც ტრავმისაგან გამოჯანმრთელებულ ნახევარმცველს ესპანელი როტაციის წესით ხშირად ათამაშებდა.