ოთხშაბათი, 19.06.2024, 01:26
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » იანვარი » 5 » ახალი ინტერისტას ახდენილი ოცნება
13:11
ახალი ინტერისტას ახდენილი ოცნება




მილანის ინტერმა პირველი ტრანსფერი განახორციელა მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს. საუბარია იტალიის ნაკრების 22-წლის მცველზე ანდრა რანოკიაზე, იუწყება გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი: "ანრეა რანოკია ოფიციალურად გახდა ინტერის წევრი. ფეხბურთელმა ხელშეკრულებას ხელი 2015 წლის 30 ივნისამდე მოაწერა. იგი 15 ნომრიან მაისურს მოირგებს. მისი პრეზენტაცია სამშაბათს შედგება ანჯელო მორატის სამწვრთნელო ბაზაზე."

იტალიის ჩემპიონებს ახალგაზრდა მცველი 12 მილიონი ევრო დაუჯდათ. რანოკიას ტრანსფერი არის გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრობლემის წინაპირობა, საუბარია ვალტერ სამუელის ტრავმაზე, რომელიც იმდენად სერიოზულია, რომ არგენტინელს სეზონის ბოლომდე უწევს უქმობა.

რანოკია თავისი კარიერის მანძილზე იცავდა არეცოს, ბარისა და ჯენოას ღირსებას. მისი სანაკრებო დებიუტი 2010 წლის 17 ნოემბერს შედგა რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში.

სულ ცოტა ხნის წინ კი შედგა რანოკიას პირველი ინტერული პრეს-კონფერენცია, სადაც იტალიელმა თავის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა, რომელიც მას მილანურ კლუბში გაუჩნდა: "ეს არის ოცნება გახდე გუნდის წევრი, რომელმაც ყველაფერი მოიგო. აქ თამაშობენ ბრწყინვალე ფეხბურთელები და მათგან ბევრ რამეს ვისწავლი, რაც შემდგომში გამომადგება. მსურს გავხდე ამ დიდი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი და დავეხმარო წარმატების მიღწევაში."

"ინტერში გადმოსვლით ოცნება ავიხდინე, თუმცა მე ძალიან მენატრებიან ჩემი ყოფილი თანაგუნდელები და კლუბი, რომელსაც ასე ვუყვარდი."-განაცხადა "ნერიაძურის" ახალწვეულმა.

ნანახია: 672 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
1 inter  
1
flag3 flag3 flag3 flag3 flag3

rOgorc ikna shedga Preskomperencia da Opicialurac cveni Gaxda :) Gilocavt interlibO magari shenadzeniaaa

2 nerazuri  
1
kai tansferi ganaxorciela interma sagol...erti kai kai fegburtelic gvinda da eg aris,kai shemtevi fegburteli iyidee don masimoo.forza inter!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter